Employment Tracker Georgia (September 2026)
Key findings
The number of people receiving a monthly salary reached 1,016,142 in September 2026, 3.1% above a year earlier.
-
1,016,142personsMore people received a salary than in August or a year earlier
Persons receiving a monthly salary, September 2026, percentage change
Takeaway: Pay is shifting upward as well. Those earning 2,400 GEL or more now make up 37.7% of the total, 4.1 points more than a year earlier, while the share earning under 600 GEL fell to 11.2%.
-
8,319vacanciesVacancies rebounded in September but stayed below last year
Vacancies published on jobs.ge, April to September 2026
April 20266,234September 20268,319
Takeaway: The monthly jump of 18.2% did not close the annual gap. September stayed 4.8% below September 2025, and the July to September total of 23,497 was 2.9% lower than the same period a year earlier.
-
-41.6%IT and programming recorded the sharpest annual fall in vacancies
Change in vacancies against September 2025, largest rise and largest fall by category
Takeaway: IT and programming also contributed the most to the fall in the July to September total, while logistics, transport and distribution posted the largest annual rise.
See the detail
Salaries rose across the board while vacancies recovered only part of their annual loss
Employment Tracker indicators, September 2026, with changes in per cent and percentage points
| Indicator | September 2026 | Against August 2026 | Against September 2025 |
|---|---|---|---|
| Persons receiving a salary | 1,016,142 | +5.2% | +3.1% |
| Share earning up to 600 GEL | 11.2% | -1.3 pp | -1.3 pp |
| Share earning 2,400 GEL or more | 37.7% | +0.6 pp | +4.1 pp |
| Share earning 9,600 GEL or more | 3.2% | -0.2 pp | +0.2 pp |
| Vacancies published on jobs.ge | 8,319 | +18.2% | -4.8% |
Data notes
Salary data are provided by the Revenue Service and represent gross salaries. They are not final and may change slightly. Vacancy data are from jobs.ge, and the labor market indicators in the report are from GeoStat.
Full charts, category tables and quarterly trends are in the report below.
ძირითადი მიგნებები
2026 წლის სექტემბერში თვიურ ხელფასს 1,016,142 ადამიანი იღებდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 3.1%-ით აღემატება.
-
1,016,142ადამიანიხელფასის მიმღებთა რაოდენობა აგვისტოსა და წინა წლის სექტემბერს აღემატება
ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ თვიურ ხელფასს, 2026 წლის სექტემბერი, პროცენტული ცვლილება
დასკვნა: ხელფასებიც იზრდება. 2,400 ლარს ან მეტს უკვე 37.7% იღებს, რაც წინა წლის სექტემბერს 4.1 პროცენტული პუნქტით აღემატება, ხოლო 600 ლარამდე ხელფასის მიმღებთა წილი 11.2%-მდე შემცირდა.
-
8,319ვაკანსიავაკანსიების რაოდენობა სექტემბერში გაიზარდა, თუმცა წინა წელს ჩამორჩება
jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები, 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით
2026 წლის აპრილი6,2342026 წლის სექტემბერი8,319
დასკვნა: თვიურმა 18.2%-იანმა ზრდამ წლიური ჩამორჩენა ვერ დაფარა. სექტემბერი 2025 წლის სექტემბერს 4.8%-ით ჩამორჩება, ხოლო ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით გამოქვეყნებული 23,497 ვაკანსია წინა წლის ამავე პერიოდზე 2.9%-ით ნაკლებია.
-
-41.6%ვაკანსიების ყველაზე დიდი წლიური კლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში დაფიქსირდა
ვაკანსიების ცვლილება 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, ყველაზე დიდი ზრდა და კლება კატეგორიების მიხედვით
დასკვნა: ივლის-სექტემბრის ჯამური მაჩვენებლის კლებაში ყველაზე დიდი წვლილი ასევე ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა და პროგრამირებამ შეიტანა, ხოლო ყველაზე დიდი წლიური ზრდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა.
იხილეთ დეტალები
ხელფასები ყველა ჭრილში გაიზარდა, ვაკანსიებმა კი წლიური კლება მხოლოდ ნაწილობრივ აინაზღაურა
დასაქმების თრექერის მაჩვენებლები, 2026 წლის სექტემბერი, ცვლილება პროცენტებსა და პროცენტულ პუნქტებში
| მაჩვენებელი | 2026 სექტ. | 2026 აგვ-თან | 2025 სექტ-თან |
|---|---|---|---|
| ხელფასის მიმღებთა რაოდენობა | 1,016,142 | +5.2% | +3.1% |
| 600 ლარამდე ხელფასის მიმღებთა წილი | 11.2% | -1.3 პპ | -1.3 პპ |
| 2,400 ლარის ან მეტის მიმღებთა წილი | 37.7% | +0.6 პპ | +4.1 პპ |
| 9,600 ლარის ან მეტის მიმღებთა წილი | 3.2% | -0.2 პპ | +0.2 პპ |
| jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები | 8,319 | +18.2% | -4.8% |
მონაცემების შესახებ
ხელფასების მონაცემებს შემოსავლების სამსახური აწვდის და ისინი ბრუტო ხელფასებს ასახავს. მონაცემები არ არის საბოლოო და შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს. ვაკანსიების მონაცემები jobs.ge-ს ეკუთვნის, ხოლო ანგარიშში მოცემული შრომის ბაზრის მაჩვენებლები საქსტატისაა.
სრული გრაფიკები, კატეგორიების ცხრილები და კვარტალური ტენდენციები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშში.