Turning Recycling into a Game for Children
როგორ გადაიქცა ნარჩენის შეგროვება თამაშად
ბევრ სკოლაში ქაღალდის შეგროვება გადამუშავების მიზნით უკვე ნაცნობ პრაქტიკად იქცა. ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებს სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ, სახლიდან მოიტანონ გამოყენებული ქაღალდი ან შეაგროვონ საკლასო ოთახებში, სკოლის ქაღალდის გადამუშავების ინიციატივების ფარგლებში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ნარჩენების დახარისხებას დამუშავებისთვის და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. თუმცა ერთ-ერთმა ბოლო ექსპერიმენტმა გადამუშავებას სრულიად ახალი ფორმა შესძინა – გადამუშავება როგორც არა მხოლოდ ყოველდღიური რუტინული საქმიანობა, არამედ როგორც თამაში, რომელიც მოსწავლეებს მონაწილეობისკენ, ჯანსაღი კონკურენციისკენ, სწავლისა და გუნდური თანამშრომლობისკენ უბიძგებს. იმის ნაცვლად, რომ გადამუშავება უფროსების მიერ ნაკარნახებ, პასიურ საქმიანობად აღქმულიყო, ახალგაზრდა ინოვატორთა ჯგუფმა იკვლია შეძლებდა თუ არა ტექნოლოგიებისა და მეგობრული კონკურენციის კომბინაცია ამ პროცესის უფრო ინტერაქციულ, შედეგზე ორიენტირებულ და მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოცდილებად ქცევას.
ამ იდეის შედეგად შეიქმნა ეკო ბოქსი – ქაღალდის შემგროვებელი ჭკვიანი სისტემა, რომლის პროტოტიპიც შეიქმნა სკოლის მოსწავლეებში, ჩართულობისა და საერთო წარმატების განცდის მეშვეობით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისთვის.
“ურბანული გამოწვევების” ინიციატივის ფარგლებში, დავით ჯაჭვაძის მიერ შექმნილი ეკო ბოქსი თელავის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში დაინერგა. “ურბანული გამოწვევები” შეიქმნა და განხორციელდა 2025 წელს, PMCG-ისთან თანამშრომლობით, როგორც საპილოტე ინიციატივა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში. ინიციატივის მიზანი იყო იმის გამოცდა, თუ როგორ შეუძლია მარტივი ციფრული ტექნოლოგიებისა და გეიმიფიკაციის ელემენტების ერთობას, ბავშვები უფრო აქტიურად ჩართოს ნარჩენების დახარისხების პროცესში და გააძლიეროს მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.
ქაღალდის შეგროვების ინტერაქციულ გამოწვევად ქცევა
ერთი შეხედვით, ეკო ბოქსი ჩვეულებრივ კონტეინერს ჰგავს, რომელიც გადამუშავებისთვის განკუთვნილი ქაღალდის შესაგროვებლად გამოიყენება. თუმცა მის შიგნით ფუნქციონირებს პატარა ციფრული პლატფორმა, რომელიც ქაღალდის შეგროვების პროცესს თვალსაჩინოსა და საინტერესოს ხდის. თითოეული ეკო ბოქსი აღჭურვილია წონის სენსორით, ეკრანითა და LED ინდიკატორებით, რომლებიც აფიქსირებენ შეგროვებული ქაღალდის რაოდენობას და მონაცემებს ცენტრალურ სისტემაში აგზავნიან. როდესაც მოსწავლეები ქაღალდს კონტეინერში ათავსებენ, მათი წვლილი იზომება და საერთო რეიტინგულ დაფაზე აისახება, რაც კლასებსა და სკოლებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს და შედეგები ერთმანეთს შეადარონ.
„ახლა ქაღალდის შეგროვება ბევრად უფრო სახალისოა, რადგან ყველას უფრო მეტი ქულის დაგროვება უნდა,“ – ამბობს პროექტში ჩართული ერთ-ერთი მოსწავლე, ნინო.
პროექტში მონაწილე თითოეულ სკოლაში კლასები ერთმანეთს „ეკო-გამოწვევის“ ფარგლებში ეჯიბრებიან, აგროვებენ ქაღალდს და ეკო ბოქსის სისტემის მეშვეობით ქულებს იღებენ. კლასი, რომელიც ყველაზე მეტ გადამუშავებად ქაღალდს შეაგროვებს, ჯილდოდ წიგნების ვაუჩერებს იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტექნოლოგიური გადაწყვეტა შედარებით მარტივია, მისმა გავლენამ მოსწავლეთა ჩართულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. გადამუშავების პროცესის გაზომვად და თვალსაჩინო აქტივობად ქცევით, ეკო ბოქსმა გააჩინა ცნობისმოყვარეობა, მეგობრული კონკურენცია, გუნდური სულისკვეთება და თანამშრომლობა, რამაც მოსწავლეები წაახალისა უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში. პროტოტიპი ორ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიქმნა. პირველი, ტექნიკურ მხარეს უკავშირდებოდა – შეძლებდა თუ არა გუნდი ეკო ბოქსის იდეის რეალობად ქცევას? მეორე, და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი, ადამიანურ ფაქტორს ეხებოდა – იქნებოდნენ თუ არა ბავშვები საკმარისად დაინტერესებულნი, იმისთვის, რომ სისტემა აქტიურად გამოეყენებინათ? საბედნიეროდ, ეკო ბოქსის ინიციატივამ ორივე კითხვას მკაფიო და დამაჯერებელი, დადებითი პასუხი გასცა.
როდესაც მდგრადი განვითარების იდეები ინტერაქციულ და სახალისო გამოცდილებად იქცევა, ბავშვები მხოლოდ ინტერესს კი არ იჩენენ – არამედ სურვილი აქვთ თავად გახდნენ ცვლილებების წამყვანი ძალა.
პატარა ჩვევები, გაზრდილი ცნობიერება
ტექნოლოგიური ექსპერიმენტის მიღმა ეკო ბოქსის მიზანი კიდევ უფრო ღრმა საკითხის შესწავლა იყო – შეეძლო თუ არა ინტერაქციულ ჩართულობას მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ყოველდღიური ქცევის ნაწილად ქცევა.
მასწავლებლებმა შენიშნეს, რომ სისტემის დანერგვის შემდეგ მოსწავლეები გაცილებით ხშირად საუბრობდნენ ქაღალდის დახარისხებასა და გადამუშავებაზე და უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ ნარჩენების მართვის საკითხების მიმართ. კლასებს შორის მეგობრულმა კონკურენციამ საერთო ჩართულობისა და ცნობისმოყვარეობის განცდა გააჩინა, რამაც მოსწავლეები წაახალისა, პროცესში რეგულარულად და არა მხოლოდ პერიოდულად მიეღოთ მონაწილეობა.
„ადრე ქაღალდის შეგროვებას ფორმალურ აქტივობად აღვიქვამდი – კარგ საქმედ, მაგრამ არა ისეთ ჩვევად, რომელიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. პროექტში ჩართვის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. როდესაც დავინახე, რომ თითოეულ ფურცელს მნიშვნელობა ჰქონდა და ეს ქულების სისტემაშიც აისახებოდა, მთელი პროცესი ბევრად უფრო ღირებული გახდა,“ – განმარტავს თამაშში ჩართული ერთ-ერთი მოსწავლე, ნინო.
ზოგიერთი მოსწავლისთვის გამოცდილება საკლასო ოთახის ფარგლებსაც გასცდა. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ქაღალდის ნარჩენების დახარისხება საკუთარ სახლებშიც დაიწყეს და ოჯახის წევრებსაც იმავეს მოუწოდებდნენ. ეს მცირე ქცევითი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ცნობიერება ყოველდღიური ჩვევების მეშვეობით გავრცელდეს.
გრძელვადიანი ქცევითი ცვლილებების შეფასებას დრო სჭირდება, ამიტომ ჯერ ნაადრევია ეკო ბოქსის გავლენის სრულად განსაზღვრა. ჯერჯერობით რთულია შეფასდეს, რამდენად უწყობს ის ხელს მდგრადი ჩვევების ჩამოყალიბებასა და გადამუშავების მნიშვნელობის გააზრებას. თუმცა, მისი ამჟამინდელი შედეგები უკვე თვალსაჩინოა. ქაღალდის შეგროვების თამაშად ქცევით, ინიციატივამ მოსწავლეების არა მხოლოდ ყურადღება მიიპყრო, არამედ აქტიურად ჩართო ისინი პროცესში, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად დიდი ძალა აქვს საერთო გარემოსდაცვითი მიზნისთვის თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას.
სასკოლო ექსპერიმენტიდან მომავლის შესაძლებლობებამდე
პილოტურმა ეტაპმა აჩვენა, რომ ეკო ბოქსი ეფექტურად ფუნქციონირებს არა მხოლოდ როგორც ტექნიკური სისტემა, არამედ როგორც ქცევითი ცვლილებების წახალისებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერების ინსტრუმენტი. სკოლების ინფორმაციით, გაიზარდა მოსწავლეთა მონაწილეობა გადამუშავებასთან დაკავშირებულ აქტივობებში და მნიშვნელოვნად მოიმატა შეგროვებული ქაღალდის რაოდენობამ.
ამავდროულად, პროექტმა შემდგომი განვითარების შესაძლებლობებიც გამოავლინა. “ურბანული გამოწვევების” მენტორებმა აღნიშნეს, რომ მომავალში ინიციატივის ეფექტურ განხორციელებას ხელს შეუწყობდა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უფრო დეტალური საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, ასევე მშობლებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან უფრო ფართო კომუნიკაცია. მიუხედავად ამ საწყისი გამოცდილებისა და მიღებული გაკვეთილებისა, ექსპერიმენტმა ნათლად დაადასტურა, რომ ტექნოლოგიების, განათლებისა და გეიმიფიკაციის გაერთიანებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს გააძლიეროს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.
ეკო ბოქსის გუნდი პროექტის გაფართოებას გეგმავს. მათი ხედვით, პროტოტიპი კიდევ უფრო დაიხვეწება, ხოლო მოდელი ეტაპობრივად გასცდება ოთხ საპილოტე სკოლას და საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც დაინერგება, რაც მომავალი თაობის წარმომადგენლებში გადამუშავებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების უფრო ძლიერი კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„ეკო ბოქსის შექმნისას ჩვენი მიზანი იყო ისეთი ინოვაციური ინსტრუმენტის განვითარება, რომელიც ნარჩენების მართვას თეორიული თემიდან პრაქტიკულ და მოსწავლეებისთვის მოტივაციის მომცემ პროცესად აქცევდა,“ – განმარტავს ექსპერიმენტის ავტორი, დავით ჯაჭვაძე. „ტექნოლოგიებისა და თამაშის ელემენტების – ქულების სისტემის, რეიტინგული დაფისა და მეგობრული კონკურენციის – ინტეგრირებით გვინდოდა გვენახა, რამდენად შეძლებდა ასეთი მიდგომა გამოეწვია მოსწავლეების აქტიური ჩართულობა და გაეძლიერებინა მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. შედეგებმა აჩვენეს, რომ გეიმიფიკაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი მოტივაცია და მონაწილეობის დონე.“
აღნიშნული ინიციატივა, “ურბანული გამოწვევების“ კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი ერთ-ერთი გამარჯვებული იყო. ზემოხსენებული კონკურსი შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში და განხორციელდა PMCG-ისთან თანამშრომლობით. “ურბანული გამოწვევები” წარმოადგენს როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკულ პროცესს, რომლის მიზანიცაა მოსახლეობის ჩართვა ქალაქებისთვის აქტუალური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. პროგრამა ცხადყოფს, რომ ქალაქების მდგრადი და მნიშვნელოვანი გარდაქმნა, ხშირად სწორედ მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და ინფორმირებული საზოგადოებრივი ქმედებით იწყება.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.
Turning Recycling into a Game for Children
In many schools, collecting paper for recycling has become a familiar activity. Across the country, students are increasingly encouraged to bring used paper from home or gather it in classrooms as part of school recycling initiatives. These efforts help separate waste for recycling and introduce young people to environmentally responsible habits. But in one recent experiment, recycling took on a new form, not just as a routine activity, but as a game encouraging students to participate, compete, learn, and engage as a team. Instead of treating recycling as a passive activity imposed by adults, a group of young innovators explored whether technology and friendly competition could transform it into something interactive, results’ based and engaging for students.
The idea resulted in creation of an EcoBox, a smart paper-collection system prototyped to help schoolchildren develop environmentally responsible habits through participation and a sense of shared achievement.
Developed by David Jachvadze, EcoBox was introduced in four schools of Telavi, Georgia, as part of the Urban Challenges Initiative. City Challenge was designed and implemented in 2025 as a pilot initiative under the EU-UNDP joint initiative “Mayors for Economic Growth” in partnership with PMCG. The initiative experimented on how combining simple digital technologies with gamification can encourage children to take a more active role in waste separation and recycling and to develop environmental responsibility.
Turning Recycling into an Interactive Challenge
At first glance, EcoBox looks like a regular recycling container. But inside, the system functions as a small digital platform designed to make the paper collection process visible and engaging. Each EcoBox is equipped with a weight sensor, a screen, and LED indicators that record the amount of paper collected and transmit the data to a central system. As students deposit paper, their contributions are measured and reflected in a shared leaderboard, allowing classes and schools to track their progress and compare results.
“Now collecting paper is more interesting because everyone wants to earn more points,” said Nino, one of the students involved in the project.
Classes in each participating school compete in an “Eco Challenge,” collecting paper and earning points through the EcoBox system. The class that gathers the largest amount of recyclable paper receives book vouchers as a reward.
While the technology itself is relatively simple, its effect on engagement proves to be significant. By turning recycling into a measurable and visible activity, EcoBox introduced elements of curiosity, competition, team building and collaboration that motivated students to participate more actively. The prototype was built to answer two crucial questions. First, the technical challenge: could the team actually bring the Ecobox to life? Second, and perhaps more importantly, the human element: would kids actually care enough to use it? Fortunately, the Ecobox initiative answered both questions with a clear yes. When you make sustainability interactive and fun, children are more than just interested – they are eager to take the lead.
Small Habits, Bigger Awareness
However, beyond the technical experiment, EcoBox aimed to test something even deeper: whether interactive participation could encourage students to see environmental responsibility as part of their everyday behavior.
Teachers observed that once the system was introduced, students began discussing paper separation and recycling more often and showing greater interest in how waste is managed. The competition between classes created a sense of collective curiosity, encouraging students to contribute regularly rather than occasionally.
“I used to think of collecting paper as a formal activity, something good to do, but not really part of my daily habits. After joining the project, my attitude changed. When I saw that every sheet of paper counted and was reflected in the points system, the process felt much more meaningful,” explained Nino, one of the students engaged in the game.
For some students, the experience extended beyond the classroom. Participants reported that they began separating paper waste at home and encouraging family members to do the same, small behavioral changes that illustrate how awareness can spread through everyday routines.
While lasting behavioral changes take time to measure. It is too early to assess the Ecobox’s long-term impact on sustainable habits or a deep understanding of why recycling matters for our planet, the immediate results of the Ecobox are undeniable. By turning paper collection into a game, the initiative not only captured attention but actively engaged the school students, proving the immense value of working together for a shared environmental cause.
From School Experiment to Future Potential
The pilot phase demonstrated that EcoBox works not only as a technical system, but also as a tool for behavioral nudging and potential change. Schools reported increased student participation in recycling activities and a noticeable rise in the amount of collected paper.
At the same time, the project revealed opportunities for further development. City Challenge mentors noted that clearer introduction sessions for students and teachers, as well as broader communication with parents and the local community, could strengthen future implementation. Despite these early lessons, the experiment confirmed the potential of combining technology, education, and gamification to promote environmental responsibility among young people.
The EcoBox team hopes for scale up – the prototype can be advanced, and the model can eventually be expanded beyond the four pilot schools and adopted by other educational institutions across Georgia, helping to foster a stronger culture of recycling and environmental awareness among the next generation.
“When developing EcoBox, our goal was to create an innovative tool that would turn waste management from a theoretical topic into a practical and motivating process for students,” explained David Jachvadze, the author of the experiment. “By integrating technology and game elements, such as a points system, leaderboard, and friendly competition, we wanted to see whether students would become more actively involved. The results showed that gamification significantly increased motivation and participation.”
The initiative was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, designed as part of the EU-UNDP “Mayors for Economic Growth” project and implemented in partnership with PMCG. The City Challenge is both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP). Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of the EU and UNDP.