Smart Poti: Turning Recycling into an Interactive Urban Game

Smart Poti: ნარჩენების დახარისხების  ინტერაქტიულ ურბანულ თამაშად გადაქცევა

ბევრისთვის ნარჩენების დახარისხება კიდევ ერთი ყოველდღიური ვალდებულებაა – მნიშვნელოვანი, თუმცა ერთფეროვანი, თანაც მივიწყებადი, რომელიც ჩვევაში რთულად გადადის.  მაშინაც კი, როდესაც გადამუშავების შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს, ადამიანების ჩართულობას მხოლოდ ურნების არსებობა არ განსაზღვრავს. ბევრად მნიშვნელოვანია, ხედავენ თუ არა ისინი რეალურ მიზეზს, რომ გადამუშავების პროცესში თავადაც ჩაერთონ.

ფოთში ადგილობრივმა გუნდმა გადაწყვიტა, ნარჩენების გადამუშავებისთვის განსხვავებული კუთხით შეეხედა. მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე დაყრდნობის ნაცვლად, ინიციატივამ გამოსცადა, შეიძლებოდა თუ არა ნარჩენების დახარისხება უფრო მიმზიდველი, სოციალური და ინტერაქციული გამხდარიყო. ასე გაჩნდა Smart Poti – ექსპერიმენტი, რომელმაც ნარჩენების შეგროვება ყოველდღიური რუტინიდან საინტერესო თამაშად გარდაქმნა.

ნარჩენების შეგროვების ციფრულ თავგადასავლად გადაქცევა

Smart Poti-მ შექმნა ციფრული სისტემა, რომელიც ქალაქში განთავსებულ მინის შემგროვებელ სპეციალურ ურნებს უკავშირდება. თითოეულ ურნაზე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანირებაც მომხმარებლებს ნარჩენების განთავსებამდე შეუძლიათ. სკანირებისთანავე ისინი ხუთსაფეხურიან ინტერაქტიულ თამაშში ერთვებიან, რაც ნარჩენის დახარისხებას უფრო მიმზიდველ, საგანმანათლებლო და კონკურენტულ გამოცდილებად აქცევს, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.

ინიციატივა მინის ნარჩენებზე შეგროვებაზეა ფოკუსირებული და ის ფოთში გადამუშავების ინფრასტრუქტურაზე მომუშავე  კომპანიებთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტის ფარგლებში, კომპანია „კერესთან“ თანამშრომლობით, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე მინის შესაგროვებელი ურნები განთავსდა. Smart Poti-მ არსებული რესურსები ერთიანი ციფრული პლატფორმის ქვეშ გააერთიანა. მან ერთმანეთთან დააკავშირა ადგილობრივი მაცხოვრებლები, შეგროვების ინფრასტრუქტურა და ნარჩენების გადამამუშავებლები, ხოლო ნარჩენების დახარისხების პროცესი თითოეული მონაწილისთვის უფრო ინტერაქტიული და თვალსაჩინო გახადა.

თუმცა, ექსპერიმენტი მხოლოდ QR კოდებით არ შემოფარგლულა გუნდს სურდა გაერკვია, შეეძლო თუ არა გეიმიფიკაციას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შეცვლა. ნარჩენების დახარისხება ვალდებულებად კი არა, ისეთ აქტივობად უნდა ქცეულიყო, რომელშიც ადამიანებს საკუთარი სურვილით ჩაერთვებოდნენ.

„არასდროს მეგონა, რომ ნარჩენების შემგროვებელ ურნასთან მისვლა და QR კოდის სკანირება ასეთი საინტერესო იქნებოდა“, – თქვა ლევანი კვიტატიანმა, ფოთის მე-7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ. „თამაშის შემდეგ ეტაპზე გადასვლის სურვილიმაძლევს მოტივაციას, რომ ნარჩენები სწორად დავახარისხო“.

ეს ცვლილება მალევე აისახა ყოველდღიურ ჩვევებში. ზოგიერთმა მოსწავლემ სახლიდან ბოთლების მოტანა დაიწყო, რათა თამაშით უფრო ხშირად ესარგებლა. სხვებმა კი უფრო მეტი ყურადღებით დაიწყეს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ განათავსებდნენ ნარჩენებს საზოგადოებრივ ადგილებში.

„მანამდე ნარჩენების ურნებთან ახლოსაც კი არ ვჩერდებოდი “, – გაგვიზიარა მე-5 კლასის მოსწავლემ, ილია გრიგოლიამ. „ახლა ყოველთვის QR კოდს ვეძებ. თამაში იმდენად საინტერესოა, რომ სახლიდან შუშის ბოთლები სპეციალურად მომაქვს, რათა ვითამაშო და ახალ ეტაპებზე გადავიდე“.

ინიციატივამ წარმატებით გააერთიანა გარემოსდაცვითი თემატიკა, ვიზუალური კომუნიკაცია, ადგილობრივი პარტნიორობა და საზოგადოების ჩართულობა. გუნდმა შეიმუშავა საკუთარი ვიზუალური იდენტობა, შექმნა ბრენდირებული მასალები და ადგილობრივი მსახიობის, ჯანო იზორიას მონაწილეობით, სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღო, რათა პროექტი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო ახლობელი და მიმზიდველი გამხდარიყო.

ამ გამოცდილებამ Smart Poti-ის გუნდს დაანახა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა იშვიათად უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას. ადამიანების ყურადღებას ტექნოლოგიების, მონაწილეობისა და ცნობისმოყვარეობის ერთობლიობა იპყრობს.

„ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ ნაგვის ურნები საკმარისი არ არის  გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ინტერესის გასაღვივებლად. გეიმიფიკაციამ და ციფრულმა ინსტრუმენტებმა ახალგაზრდების ჩართულობა გაცილებით მეტად გაზარდა, ვიდრე ველოდით“, – განმარტავენ პროექტის ავტორები.

ექსპერიმენტი, რომელიც შეიძლება ფოთის მიღმაც გავრცელდეს

Smart Poti-ის ექსპერიმენტი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, თუმცა გუნდი უკვე ხედავს მისი გაფართოების პოტენციალს. შექმნილი მოდელი საკმაოდ მარტივი და ადაპტირებადია, რაც მსგავსი სისტემების სხვა მუნიციპალიტეტებში დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.

 გარემოსდაცვითი აქტივობებისადმი მოსწავლეების დამოკიდებულებების ცვლილება მასწავლებლებმაც შენიშნეს.

„ეს პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გართობა ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს. მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ერთვებიან“, – აღნიშნა მე-7 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ინგა შენგელია–ჯანჯღავამ.

შემდეგი ეტაპი შეიძლება მოიცავდეს თამაშის შემდგომ განვითარებას, ახალი დონეების დამატებას, სასკოლო აქტივობებში საგანმანათლებლო ელემენტების ინტეგრირებას და საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

Smart Poti იყო ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა იმ კონკურსის ფარგლებში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დანიის მთავრობის მხარდაჭერითა და ეიპიემ ტერმინალს ფოთსა და PMCG-სთან პარტნიორობით განახორციელა. პროგრამამ ადგილობრივ ინოვატორებს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რათა მათ ურბანული გამოწვევების გადასაჭრელად პრაქტიკული ციფრული გადაწყვეტები გამოეცადათ და ადგილობრივი სერვისებისა და ტურიზმის განვითარების ახალი მიდგომები დაენერგათ.

სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.


Smart Poti: Turning Recycling into an Interactive Urban Game

For many people, waste separation feels like one more thing they are supposed to do, important but repetitive, easy to ignore, and difficult to turn into a habit. Even when recycling infrastructure exists, participation often depends less on the bins themselves and more on whether people feel any reason to actually engage with them.

In Poti, a local team decided to test a different approach to recycling. Instead of relying only on infrastructure or awareness campaigns, the initiative explored whether waste separation could feel more engaging, social, and interactive. That idea evolved into Smart Poti, an experiment that turns recycling into an engaging game rather than just another everyday routine.

Turning Recycling into an Interactive Experience

Smart Poti introduced a digital system connected to recycling bins placed across the city. Each bin received a QR code that users could scan before separating waste. Once scanned, participants entered a five-stage interactive game designed to make recycling more engaging, educational, and competitive, especially for younger audiences.

The initiative focused on both plastic and glass waste and was developed in collaboration with local companies already working on recycling infrastructure in Poti. Glass and plastic collection bins were placed at five locations across the city in cooperation with the initiative and the company Kere.

Smart Poti connected these existing systems through its digital platform, creating a link between residents, recycling infrastructure, and waste processors while making the entire process more interactive and visible for participants. But the experiment was never really about QR codes alone. The team wanted to understand whether gamification could change the way young people emotionally relate to environmental responsibility. Instead of treating waste separation as an obligation, the project tried to turn it into something people actively wanted to participate in. “I never thought going to a recycling bin and scanning a QR code could feel this exciting,” said Levani Kvitatiani, a 10th grade student from Poti’s 7th Public School. “Moving to the next stage of the game motivates me to separate waste properly.”

That shift quickly became visible in small everyday behaviors. Some students started bringing bottles from home specifically to use the system more often. Others became more attentive to how they separated waste in public spaces.

“Before this, I never even stopped near recycling bins,” shared Ilia Grigolia, a 5th grade student. “Now I always look for the QR code. The game is so interesting that I bring glass bottles from home just to play and move through the stages.”

The initiative combined environmental awareness with visual content, local partnerships, and public engagement. The team developed its own visual identity, created branded materials, and began filming promotional featuring local actor Jano Izoria, to help the residents feel closer to the project.

The Smart Poti team discovered through the process that infrastructure alone rarely creates engagement. What captured people’s attention was the combination of technology, participation, and curiosity.

“We realized that bins alone are not enough to spark interest in environmental issues. Gamification and digital tools increased young people’s involvement much more than we expected,” the team explained while reflecting on the project.

An Experiment That Could Grow Beyond Poti

Smart Poti remains an ongoing experiment, but the team already sees potential for expansion. The model is relatively simple and adaptable, making it possible to introduce similar systems in other municipalities.

Teachers also noticed changes in the way students approached environmental activities.

“This project is a very clear example of how civic responsibility and fun can work together. Students participate in environmental activities with much more enthusiasm,” explained Inga Shengelia-Janjghava, a teacher at the 7th Public School.

The next step may involve expanding the game itself, adding more levels, integrating educational elements into school activities, and creating more opportunities for direct public participation.

Smart Poti was one of the winning ideas of the contest implemented by the United Nations Development Programme (UNDP) with the Government of Denmark support and in partnership with APM Terminals Poti and PMCG. Through technical and financial support, the programme enables local innovators to test practical digital solutions to urban challenges and explore new approaches to city services and tourism.

This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and the Government of Denmark. Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of UNDP and the Government of Denmark.