Living Gorge: Using Technology to Help Telavi Prepare for Natural Hazards

„ცოცხალი ხევი“: ტექნოლოგიები თელავის ბუნებრივი საფრთხეებისთვის მოსამზადებლად

ბუნებრივი საფრთხეები მოსახლეობას ყოველთვის არ უტოვებს საკმარის დროს მოსამზადებლად. ძლიერმა წვიმამ შესაძლოა მდინარეებსა და ხეობებში ვითარება სწრაფად შეცვალოს, რაც ზრდის წყალდიდობების, ღვარცოფებისა და მიმდებარე ტერიტორიების დაზიანების რისკს.

თელავში ადგილობრივმა ინიციატივამ გადაწყვიტა შეესწავლა, როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება ქალაქს ბუნებრივი საფრთხეების უკეთ გააზრებასა და მათზე წინასწარ რეაგირებაში დაეხმაროს.

შედეგად შეიქმნა „ცოცხალი ხევი“, საპილოტე ინიციატივა, რომელიც თელავისხევის ტერიტორიაზე აერთიანებს გარემოსდაცვით მონიტორინგს, კვლევას, განათლებასა და ადგილობრივი თემის ჩართულობას.

პროექტის საფუძველს მზის ენერგიაზე მომუშავე სეისმური მონიტორინგის ორი სადგური წარმოადგენს. ხევის სხვადასხვა წერტილში განთავსებული სადგურები აგროვებს მონაცემებს, რომლებიც მკვლევრებს ეხმარება უკეთ გააანალიზონ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები და საფუძველი შექმნან ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგისა და გაფრთხილების უფრო დახვეწილი სისტემის განვითარებისთვის.

იდეა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მაგდა დავითაშვილსა და მის კვლევით ჯგუფს ეკუთვნით. დროთა განმავლობაში ინიციატივა პარტნიორობად ჩამოყალიბდა, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის აკადემიური პერსონალი და ექსპერტებიც ჩაერთნენ. შედეგად, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც ურბანული საფრთხეების უკეთ შესწავლასა და მათთან გამკლავების გზებზე მუშაობა დაიწყო.

ხევის მონიტორინგისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევა

აღჭურვილობის დამონტაჟებამდე გუნდს უნდა განესაზღვრა, სად იქნებოდა სადგურების განთავსება ყველაზე ეფექტიანი.

თელავისხევის ხეობის სხვადასხვა მონაკვეთში ორი ადგილი შეირჩა. შერჩევისას გუნდმა რამდენიმე პრაქტიკული ფაქტორი გაითვალისწინა: სადგურები მოშორებული უნდა ყოფილიყო ზედმეტი ვიბრაციისა და ხმაურის წყაროებს, ჰქონოდა ინტერნეტთან სტაბილური კავშირი, დაცული ყოფილიყო დაზიანებისგან და განთავსებულიყო ისეთ ადგილებში, სადაც ძლიერი წვიმა და ზედაპირული წყლები აღჭურვილობას ნაკლებ საფრთხეს შეუქმნიდა.

შერჩეულ ადგილებს შორის მანძილი დაახლოებით 2,64 კილომეტრი იყო, რაც გუნდს ხევის ორ სხვადასხვა წერტილში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევდა.

იდეის გარდაქმნა მონიტორინგის მოქმედ სისტემად

ინიციატივის ფარგლებში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ორი Raspberry Shake RS3D სეისმური მონიტორინგის სადგური. მოწყობილობები მიწის ვიბრაციებს აფიქსირებს და მონაცემებს აგროვებს. დროთა განმავლობაში, ეს მონაცემები მკვლევრებს დაეხმარება ხევში მიმდინარე ცვლილებებისა და პროცესების შესწავლაში, ასევე იმის დადგენაში, თუ როგორ შეიძლება მონიტორინგის გამოყენება პოტენციურად საშიში ბუნებრივი პროცესების გამოსავლენად.

ინიციატივა თავიდანვე საპილოტედ დაიგეგმა და ამ ეტაპზე სრულფასოვან ადრეული გაფრთხილების სისტემას არ წარმოადგენს. მისი მიზანია ტექნიკური საფუძვლის შექმნა, რომელზე დაყრდნობითაც მომავალში შესაძლებელი იქნება მონაცემების სისტემატური შეგროვებისა და უწყვეტი მონიტორინგის მოდელის განვითარება, რაც ადგილობრივი საფრთხეებისა და მოწყვლადობის უკეთ გააზრებასა და პროგნოზირებას შეუწყობს ხელს.

აღჭურვილობა გათვლილია ხევში ხანგრძლივი დროით ფუნქციონირებაზე. ინსტალაციისა და საწყისი ტესტირების შემდეგ, ორივე სადგურის გარშემო დამცავი ღობე მოეწყო, რათა შემცირებულიყო ვანდალიზმისა და შემთხვევითი დაზიანების რისკი. სადგურები მზის პანელებით დამოუკიდებლად იკვებება, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ ისეთ ადგილებშიც, სადაც ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეზღუდულია.

ტექნოლოგია ამბის მხოლოდ ნაწილია

ინიციატივა მხოლოდ აღჭურვილობის დამონტაჟებით არ შემოიფარგლებოდა.

„ცოცხალი ხევის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბუნებრივი საფრთხეების, რისკების პრევენციის, მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების მნიშვნელობის უკეთ გააზრება იყო, განსაკუთრებით, მათი როლის თემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საინფორმაციო სესიები ჩატარდა თელავის ორ საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.

საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის სტუდენტები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, მუნიციპალიტეტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ბუნებრივი საფრთხეების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.

ინიციატივის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო მასალებიც, რომლებიც ბუნებრივ საფრთხეებსა და მონიტორინგისა და მზადყოფნის მნიშვნელობას განმარტავდა. მიდგომა მარტივ პრინციპს ეფუძნებოდა: უკეთესი მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას ესმოდეს, რატომ არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი.

ორი სადგურიდან ცოცხალ ლაბორატორიამდე

ინიციატივა ორი მონიტორინგის სადგურის დამონტაჟებით არ სრულდება. აღჭურვილობა გადაეცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს, რომელიც მის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას, მხარდაჭერას, კვლევითი მიზნებისთვის გამოყენებასა და განვითარებას უზრუნველყოფს. ინსტიტუტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებსა და სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ეს ინფრასტრუქტურა კვლევებისთვის, საველე სამუშაოებისა და პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენონ.

ეს ინიციატივას გაცილებით ფართო შესაძლებლობებს სძენს. გრძელვადიანი ხედვაა, რომ „თელავისხევის“ ტერიტორია ეტაპობრივად „ცოცხალ ლაბორატორიად“ (Living Lab) ჩამოყალიბდეს – რეალურ გარემოდ, სადაც მკვლევრებს, სტუდენტებს, საჯარო უწყებებსა და ადგილობრივ თემებს შეეძლებათ ტექნოლოგიების გამოცდა, ბუნებრივი საფრთხეების შესწავლა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ცოდნის მიღება.

“თელავისხევზე არსებული მონიტორინგის სისტემის ბაზაზე შეიქმნება ადრეული შეტყობინების სისტემების სასწავლო ლაბორატორია, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნობიან თანამედროვე სენსორების, რეალურ დროში მონიტორინგისა და IoT ტექნოლოგიების მუშაობას.

სტუდენტები იმუშავებენ რეალურ მონაცემებზე, შეისწავლიან ღვარცოფების, წყალმოვარდნებისა და სხვა ბუნებრივი პროცესების სიგნალების ამოცნობას და მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმების განვითარებაში. ლაბორატორია მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ გარემოში გამოიყენონ და საბაკალავრო თუ სამაგისტრო კვლევები უშუალოდ მოქმედ მონიტორინგის სისტემაზე განახორციელონ.” – პროფესორი ლაშა სუხიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

სამომავლო გეგმები მოიცავს ჰიდრომეტეოროლოგიური სენსორების დამატებას და მონაცემთა დამუშავებისა და რისკების პროგნოზირების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას. ასევე განიხილება სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების უფრო აქტიური ჩართვა სისტემის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზში.

ინიციატივის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მომავალში შესაძლოა თელავის ფარგლებს გარეთაც იყოს გამოყენებული. მსგავსი მიდგომები შეიძლება მოერგოს საქართველოს სხვა რეგიონებსაც, სადაც მაღალია მეწყრების, ღვარცოფების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი საფრთხეების რისკი, თითოეული ტერიტორიის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით.

მცირე მასშტბის საპილოტე პროექტი უფრო დიდი მიზნით

ინიციატივა „ცოცხალი ხევი“ ორი მონიტორინგის სადგურის დამონტაჟებით დაიწყო, თუმცა მისი იდეა გაცილებით ფართოა.

ის ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, განათლების სფეროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებსა და საზოგადოებას ერთი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს – დაეხმაროს ქალაქებს ბუნებრივი რისკების უკეთ გააზრებასა და მათთან გასამკლავებლად უკეთ მომზადებაში.

ინიციატივამ განსაკუთრებული აქტუალობა 2026 წლის ივლისში თელავში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ შეიძინა. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალაქისთვის დამახასიათებელი საფრთხეების უკეთ გააზრების, მათი მონიტორინგისა და შესაბამისი მზადყოფნის მნიშვნელობას.

თელავისთვის ეს საპილოტე პროექტი გარემოსდაცვითი მონაცემების ახალ წყაროსა და სწავლისა და კვლევისთვის პრაქტიკულ სივრცეს ქმნის. სამომავლოდ კი ის უფრო ფართო შესაძლებლობასაც იძლევა, ჩამოყალიბდეს მოდელი, რომლის გამოცდა, დახვეწა და, პოტენციურად, სხვა ადგილებზე მორგებაც იქნება შესაძლებელი.

„ცოცხალი ხევი“ ერთ-ერთი გამარჯვებული ინიციატივა იყო კონკურსის “ურბანული გამოწვევები: ეკო–გონივრული გადაწყვეტილებები და ინოვაციური პასუხები ურბანულ გამოწვევებზე “ — ფარგლებში. კონკურსი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის — „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (#M4EG) — ფარგლებში შემუშავდა და PMCG-სთან პარტნიორობით განხორციელდა. „City Challenge“ ქალაქის მოსახლეობას ადგილობრივი ურბანული გამოწვევების საპასუხოდ პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და გამოცდაში რთავს.

სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.


Living Gorge: Using Technology to Help Telavi Prepare for Natural Hazards

Natural hazards do not always give communities much warning. Heavy rainfall can quickly change conditions in rivers and gorges, increasing the risk of floods, debris flows, and damage to nearby areas.

In Telavi, a local initiative decided to explore whether technology could help the city better understand these risks before they become emergencies.

The result was Living Gorge, a pilot project that combines environmental monitoring, research, learning & education, and community participation in the Telaviskhevi gorge.

At the heart of the project are two solar-powered seismic monitoring stations. Installed at different points along the gorge, they collect data that can help researchers better understand what is happening in the area and create a foundation for a more advanced natural-hazard monitoring and warning system in the future.

The idea originated with a professor at Telavi State University, Magda Davitashvili and her research team and has since evolved into a promising partnership with academics and experts from Ilia State University’s Institute of Earth Sciences and National Seismic Monitoring Center. A dedicated team of academics was brought together, curious to better understand and address the urban hazards.

Finding the Right Place to Monitor the Gorge

Before any equipment could be installed, the team first had to decide where it would work best.

Two locations were selected in different parts of the Telaviskhevi gorge. The team considered several practical factors: the stations needed to be away from unnecessary vibration and noise, have stable internet access, remain protected from damage, and be positioned where heavy rain and surface water would pose less risk to the equipment.

The selected locations were approximately 2.64 kilometers apart, allowing the project to monitor activity at two separate points of the gorge.

Turning an Idea into a Working Monitoring System

The project installed two Raspberry Shake RS3D seismic monitoring stations, powered by solar energy. These devices record vibrations in the ground. Over time, the data they collect can help researchers study changes and events in the gorge and explore how monitoring could contribute to detecting potentially dangerous natural processes.

The project was deliberately designed as a pilot. It is not yet a complete early warning system. Instead, it creates the technical foundation from which a model of systematic data collection, continuous monitoring to understand and predict local hazards and vulnerabilities can be developed.

The equipment also had to be able to remain in the gorge for the long term. After installation and initial testing, both stations were enclosed with protective fencing to reduce the risk of vandalism or accidental damage. The stations are powered independently through solar panels, allowing them to operate in areas where conventional infrastructure may be limited.

Technology Is Only Part of the Story

The project was not only about installing equipment.

A major part of Living Gorge focused on helping people understand natural hazards, risk prevention, and the role that monitoring and early warning systems can play in keeping communities safer. Information sessions were held at two public schools in Telavi, at Iakob Gogebashvili Telavi State University, and with residents living close to the gorge.

Around 200 people took part in the project’s information and awareness activities. Participants included students, teachers, university representatives, local residents, municipal officials, emergency management representatives, and specialists working on natural hazards.

The project also prepared information materials explaining natural hazards and the importance of monitoring and preparedness. The idea was simple: collecting better data matters, but so does making sure that the people living around the area understand why that information is important.

From Two Stations to a Living Lab

The project does not end with the installation of two monitoring stations. The equipment has been transferred to the Institute of Earth Sciences at Ilia State University, helping to ensure its continued maintenance, technical support, research use, and further development. Researchers and students from the Institute and from Iakob Gogebashvili Telavi State University will also be able to use the infrastructure for research, fieldwork, and practical learning.

This opens up a much broader possibility. The long-term idea is to gradually develop the Telaviskhevi area into a Living Lab: a real environment where researchers, students, public institutions, and local communities can test technologies, study natural hazards, and learn from real data.

“Building on the existing monitoring system at Telaviskhevi, an Early Warning Systems Training Laboratory will be established, where students from Ilia State University and Telavi State University will gain hands-on experience with modern sensors, real-time monitoring, and IoT technologies. Students will work with real-world data, learn how to identify signals associated with debris flows, flash floods, and other natural processes, and contribute to the development of artificial intelligence-based algorithms. The laboratory will enable them to apply their theoretical knowledge in a real-world setting and to conduct bachelor’s or master’s research directly using an operational monitoring system.”

— Prof. Lasha Sukhishvili, Director, Institute of Earth Sciences and National Seismic Monitoring Center, Ilia State University.

Future plans include adding hydrometeorological sensors and exploring the use of artificial intelligence to process data and support risk forecasting. There is also interest in giving students and young researchers a larger role in analysing the information collected by the system.

The experience could eventually be useful beyond Telavi too. Similar approaches could be adapted for other parts of Georgia exposed to landslides, debris flows, floods, or other natural hazards, taking into account the specific conditions of each location.

A Small Pilot with a Bigger Purpose

Living Gorge began with two monitoring stations, but the idea behind it is much larger.

It brings together technology, science, local government, education, emergency management, and community awareness around one shared goal: helping cities understand natural risks better and become more prepared for them.

The initiative gained even greater relevance after Telavi experienced a damaging flood in July 2026, underscoring the importance of better understanding, monitoring and preparing for urban hazards.

For Telavi, the pilot creates a new source of environmental data and a practical space for learning and research. For the future, it offers something equally important: a model that can be tested, improved, and potentially adapted elsewhere.

The initiative was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, designed as part of the EU-UNDP “Mayors for Economic Growth” #M4EG project and implemented in partnership with PMCG. The City Challenge engages urban residents in developing and testing practical responses to local urban challenges.

This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP). Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of the EU and UNDP.