Energo-Step Experiment: How Batumi Students Are Turning Movement into Energy
ენერგობიჯი: როგორ გარდაქმნიან ბათუმელი მოსწავლეები მოძრაობას ენერგიად
ადამიანების უმეტესობა ქალაქის ტროტუარებზე დადის იმის გააზრების გარეშე, თუ რამდენ ენერგიას წარმოქმნის ყოველდღიური მოძრაობა. მსოფლიოს ბევრ ქალაქში სწორედ ამ მოძრაობის ენერგიას ინოვაციური ტექნოლოგიებით იყენებენ, საფეხურებზე გადაადგილებისას წარმოქმნილი ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება.
მოსწავლეების მიერ შექმნილმა ინიციატივამ ეს ინოვაცია აჭარაში, ბათუმში – ქვეყნის მეორე ყველაზე მონახულებად ქალაქში შემოიტანა. ქალაქში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება, ამ იდეის მასშტაბირების დიდი პოტენციალი არსებობს. განახლებად ენერგიაზე მხოლოდ თეორიულად საუბრის ან სხვა მაგალითებზე დაკვირვების ნაცვლად, ენერგობიჯის გუნდმა გამოსცადა, როგორ შეიძლება ადამიანის ნაბიჯი თავად ენერგიის გამომუშავების ნაწილად იქცეს.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში განვითარებული ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა ექსპერიმენტული პლატფორმა, რომელიც მექანიკურ მოძრაობას ელექტროენერგიად გარდაქმნის. თუმცა, ინიციატივა მხოლოდ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას არ მოიცავდა. მისი მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ ექსპერიმენტებს ინჟინერია და მდგრადობა უფრო გასაგები, თვალსაჩინო და ხელშესახები გახადოს.
ცდიდან და შეცდომიდან სამუშაო პლატფორმამდე

პროექტი მზა ტექნოლოგიითა თუ სამრეწველო აღჭურვილობით არ დაწყებულა. სტუდენტების გუნდმა, ანრი დუმბაძემ, თორნიკე მიქელაძემ, ალექსანდრე გერაძემ, ნოდარ გელაშვილმა და გაბრიელ კვერღელიძემ, სისტემა მუდმივი ტესტირების, კორექტირების, ცდისა და შეცდომის გზით შეიმუშავა.
თავდაპირველად შეიქმნა ესკიზები და ტექნიკური ნახაზები. შემდეგ მათი დახვეწისა და შესწორების ეტაპი დაიწყო. სტუდენტებმა გენერატორის ნაწილები 3D პრინტერზე დაბეჭდეს და ეტაპობრივად, საკუთარი ხელით ააწყვეს. გუნდის წევრები ხვეულებს ახვევდნენ, მაგნიტებს ამონტაჟებდნენ, მექანიკურ კომპონენტებს არეგულირებდნენ და დატვირთვის პირობებში სისტემის მუშაობას ამოწმებდნენ.
„ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი მზა აღჭურვილობა კი არა, გადაწყვეტილებების მუდმივად ძიების უნარი იყო. ყველაზე კარგი ის არის, რომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, მისი ხელახლა წარმოება და შეცვლა პირდაპირ სკოლაშია შესაძლებელი“ – განმარტა გუნდმა გამოცდილების გაანალიზებისას.
ამავდროულად, სამუშაო მხოლოდ სახელოსნოთი არ შემოფარგლულა. სკოლის ტერიტორიაზე გუნდმა მოამზადა და ბეტონით მოაპირკეთა დიდი საინჟინრო ორმო, რომელიც პლატფორმის მიწისქვეშა კონსტრუქციას საიმედოდ გაამაგრებდა. შემდეგ მათ დაამონტაჟეს 16 ფილა, რომლებიც 20 ხელნაკეთ გენერატორთან იყო დაკავშირებული, ასევე მართვის სისტემა, რომელიც გენერირებული ენერგიის შესანახად და ვიზუალიზაციისთვის იყო შექმნილი. მთელი ამ პროცესის განმავლობაში მოსწავლეები პრაქტიკული ექსპერიმენტების, ცდისა და შეცდომის გზით სწავლობდნენ. ცდიდნენ სხვადასხვა იდეას, უშვებდნენ შეცდომებს და ეტაპობრივად აუმჯობესებდნენ სისტემას საბოლოო შედეგამდე.
შედეგი გახდა საკუთარი გამოცდილებით იმის შესწავლა, თუ როგორ შეუძლია მოძრაობას ელექტროენერგიის წარმოება რეალურ დროში.
ენერგიის ხელშესახები წარმოჩენა


ენერგობიჯს გამორჩეულს არა მის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის რაოდენობა, არამედ ის ხდის, თუ როგორ ცვლის ის ადამიანების აღქმას განახლებადი ენერგიის შესახებ.
როგორც წესი, ელექტროენერგია უხილავია. ადამიანები მას ყოველდღიურად იყენებენ, თუმცა ხშირად არ უფიქრდებიან, საიდან მოდის და როგორ მუშაობს ენერგეტიკული სისტემა. ენერგობიჯი ამ პროცესს თვალსაჩინოსა და ხელშესახებს ხდის. მოსწავლეები პლატფორმაზე დგებიან და ეკრანზე მყისიერად ხედავენ წარმოქმნილ მონაცემებს, რაც მათ მოძრაობას ენერგიის გამომუშავებას პირდაპირ უკავშირებს.
„გასაოცარია, როდესაც ეკრანზე ენერგიის სახით შენი ფიზიკური მოძრაობა მაშინვე აირეკლება. ამან ინჟინერიით დამაინტერესა“, – თქვა ბაღვაშის ქართულ–ამერიკული სკოლის ერთ–ერთმა მოსწავლემ.
პლატფორმა ამჟამად ინტეგრირებულია სკოლის გარემოში და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ინჟინერიის კონცეფციებთან ურთიერთობა პირდაპირი გზით შეძლონ, ვიდრე მხოლოდ საკლასო გაკვეთილს შეეძლო.
ექსპერიმენტი, რომელმაც ახალი შესაძლებლობები გახსნა
არსებითად, ენერგობიჯი ერთ მარტივ, მაგრამ ამბიციურ იდეას ეფუძნება: მდგრადობა გაცილებით ადვილი გასაგებია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ.
ენერგობიჯის გუნდი ამჟამინდელ პლატფორმას საბოლოო პროდუქტად კი არა, განვითარების საწყის ეტაპად მიიჩნევს. სამომავლოდ ისინი გეგმავენ სისტემის სიმძლავრის გაზრდასა და მოდელის ქალაქის მასშტაბით გაფართოებას.
მასწავლებლებისთვის პროექტი ასევე პრაქტიკულ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად იქცა და არა მხოლოდ ტექნიკურ პროტოტიპად.
„ეს პროექტი საუკეთესო დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ მუშაობს ფიზიკა რეალურ ცხოვრებაში“, – განმარტა სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა.
ჯგუფი ასევე გეგმავს სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ვიზიტების ორგანიზებას, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მუშაობს სისტემა და უკეთ გაიაზრონ, როგორ შეიძლება განახლებადი ენერგიის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება.
ინიციატივა ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა იყო, რომელმაც მხარდაჭერა „ქალაქის გამოწვევის: ეკო-ჭკვიანი გადაწყვეტილებები და ურბანული გამოწვევების ინოვაციური პასუხები“ ფარგლებში მოიპოვა. იდეა შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ #M4EG პროექტის ფარგლებში და PMCG-თან პარტნიორობით განხორციელდა. „ქალაქის გამოწვევა“ სასწავლო და პრაქტიკული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის მაცხოვრებლების ჩართვას ურბანული გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებაში. ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ურბანული ცვლილებები ხშირად მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და საზოგადოების ინფორმირებული ჩართულობით იწყება.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.
Energo-Step Experiment: How Batumi Students Are Turning Movement into Energy

Most people walk across city pavements without thinking about how much energy they are producing. In many cities, movement and electricity are becoming connected in innovative ways, transforming steps into energy.
A student-led initiative brought this innovation to Batumi – the second most visited city in the country. A city where movement never stops and where this innovation has a strong potential to scale. Instead of talking about renewable energy only in theory or observing examples from elsewhere, the team behind Energo-Step tested how a human step could become part of energy generation itself.

Developed at the Batumi Georgian-American School, the initiative introduced an experimental platform that converts mechanical movement into electricity. But beyond the technical system, the initiative explored something broader: how hands-on experimentation can make engineering and sustainability feel more understandable, visible, and real.
From Trial and Error to a Working Platform

The project did not begin with ready-made technology or industrial equipment. The team of students, Anri Dumbadze, Tornike Mikeladze, Aleksandre Geradze, Nodar Gelashvili and Gabriel Kverghelidze developed the system through constant testing, adjustments, and repeated trial and error.
First came the sketches and technical drawings. Then the revisions. Students printed generator parts on a 3D printer and assembled by hand, piece by piece. The team members worked on winding coils, installing magnets, adjusting mechanical components, and testing how the system responded under pressure.
“We realized that the most important resource wasn’t ready-made equipment, but the ability to keep looking for solutions. The best part is that in case of damage to any part, it can be remanufactured and replaced right at the school,” the explained while reflecting on the experience.
At the same time, the work moved beyond the workshop itself. On the school territory, the team prepared and concreted a large engineering pit that would hold the platform securely underground. They then installed 16 surface tiles connected to 20 handmade generators, alongside a control system designed to store and display the generated energy. The students learned through hands-on experimentation and trial-and-error during the assembly process, trying different ideas, making mistakes, and improving the system step by step until they reached the final result.
The result became a working demonstration of how movement can produce electricity in real time.
Making Energy Visible


What makes Energo-Step outstanding is not the amount of electricity it generates, but the way it changes how people experience energy itself.
Usually, electricity remains invisible. People use it constantly without thinking about where it comes from or how energy systems actually work. Energo-Step makes that process physical and immediate. Students can step onto the platform and instantly see numbers appear on the screen, directly connecting their own movement to energy production.
“It’s amazing when you see your physical movement immediately reflected as energy on the screen. It made me interested in engineering,” said one student from the Batumi Georgian-American School.
The platform is now integrated into the school environment and continues to be used for educational purposes, allowing students to interact with engineering concepts in a much more direct way than a classroom lesson alone could offer.
The Experiment That Opened New Possibilities
At its core, Energo-Step explores a simple but ambitious idea: sustainability becomes much easier to understand when people can physically participate in it.
The Energo-Step team sees the current platform as a starting point rather than a finished product. Future plans include increasing the system’s power capacity and expanding the model further in the city.
For teachers, the project also became a practical educational tool rather than just a technical prototype.
“This project is the best demonstration of how physics works in real life,” explained the school’s physics teacher.
The group also plans to organize educational visits for students from other schools, giving them an opportunity to experience the system firsthand and explore how renewable energy concepts can work in practice.
The initiative was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, designed as part of the EU-UNDP “Mayors for Economic Growth” project and implemented in partnership with PMCG. The City Challenge is both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP). Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of the EU and UNDP.