Edu Hub: Making Sustainability Part of Everyday Life in Poti Public School
Edu Hub: როგორ აქცია ფოთის საჯარო სკოლამ მდგრადობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად
ბევრი ახალგაზრდა მდგრადი განვითარების თემებს სკოლაში, სხვადასხვა კამპანიებსა თუ სოციალურ მედიაში ხვდება. Მართალია ისინი ხშირად ისმენენ ინფორმაციას კლიმატის ცვლილების, ნარჩენების გადამუშავებისა თუ პასუხისმგებლიანი მოხმარების შესახებ, თუმცა ეს საკითხები მაინც აბსტრაქტულ ცნებებად რჩება, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ.
ფოთში ადგილობრივმა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა ეს რეალობა შეეცვალა და შეექმნა სივრცე, სადაც გარემოსდაცვითი ცნობიერება უფრო ახლობელი, პრაქტიკული და ხელშესახები გახდებოდა.
ასე გაჩნდა „Edu Hub“ – საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც მცირე ექსპერიმენტის სახით შეიქმნა. Მშრალი ინფორმაციის გაზიარების ნაცვლად, ამ ინიციატივამ სულ სხვა კითხვა დასვა: რა მოხდება მაშინ, როდესაცახალგაზრდები მდგრადობას სასწავლო თემად კი არ აღიქვამენ, არამედ საკუთარი ხელით გამოცდიან, შეისწავლიან და ყოველდღიურობაში გადმოიტანენ?
სივრცე, რომელიც ინიციატივას უწყობს ხელს
ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სივრცის მოწყობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მათ ერთობლივად დაასუფთავეს და მოაწყვეს ოთახი, რითაც იგი პროექტისთვის ფუნქციურ და სასიამოვნო გარემოდ აქციეს. ამ პროცესმა მონაწილეებში პასუხისმგებლობის განცდა გააჩინა, რაც შემდგომ აქტივობებშიც აისახა.
გუნდი გეგმავს, რომ ეს სივრცე STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით სწავლების ცენტრად აქციოს, სადაც ვორქშოფები, პრაქტიკული აქტივობები და პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო სესიები ჩატარდება. გარდა ამისა, სივრცე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის პლატფორმაც გახდება, სადაც ახალგაზრდები იდეების გაზიარებასა და გამოცდილების გაცვლას შეძლებენ. ეს ინიციატივის მასშტაბს კიდევ უფრო გაზრდის.


„როდესაც პირველად ვნახე განახლებული ოთახი და ახალი ლეპტოპები, მივხვდი, რომ ჩვენს სკოლაში სრულიად ახალი ეპოქა იწყება. მოუთმენლად ველოდები, როდის გაიმართება ამ სივრცეში პირველი ვორქშოფი,“ ამბობს ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა.
Edu Hub-მა მოსწავლეები და მასწავლებლები ერთ სივრცეში გააერთიანა, სადაც სწავლა და ინტერაქცია თანაბრად მნიშვნელოვანი გახდა. ინიციატივა მხოლოდ მშრალ პრეზენტაციებსა და ლექციებს როდი ეფუძნებოდა – ის დისკუსიებს, ერთობლივ აქტივობებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. აქ ბავშვები და მასწავლებლები ერთად მსჯელობდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, მდგრადი განვითარება და ყოველდღიური მოხმარების ჩვევები.
თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა უბრალოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ მუშაობის ფორმატს ჰქონდა. განხილვები მცირე ჯგუფებში, საერთო დავალებები და ღია საუბრები მონაწილეებს საკუთარ ჩვევებზე დაფიქრების შესაძლებლობას აძლევდათ. ისინი მხოლოდ ცოდნას კი არ იღებდნენ, არამედ სვამდნენ კითხვებს და ცდილობდნენ, ეს ყველაფერი საკუთარ ყოველდღიურობაში გადმოეტანათ.
დროთა განმავლობაში, ამ მიდგომამ ჩართულობის ხასიათიც შეცვალა. პასიური სმენის ნაცვლად, სესიები იდეების გაცვლის ცოცხალ სივრცედ იქცა, სადაც ახალი მოსაზრებები უშუალოდ დიალოგის პროცესში იბადებოდა და ვითარდებოდა.
Edu Hub-ის გამოცდილებიდან ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ის იყო, თუ რამდენად სწრაფად იზრდება ჩართულობა, როდესაც ახალგაზრდებს საკუთარი იდეების თავისუფლად გამოხატვის საშუალება ეძლევათ.. მონაწილეებმა თავადვე დაიწყეს მცირე ცვლილებების შემოთავაზება, ყოველდღიური ჩვევების გაანალიზება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ ექციათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ყოველდღიურობის ნაწილად. ჰაბი გახდა ადგილი, რომელიც ინსტრუქციის მიცემის ნაცვლად ინიციატივებს ახალისებს.
ამავდროულად, პროექტის გუნდმა მნიშვნელოვანი ტენდენცია შენიშნა: მხოლოდ საინფორმაციო შინაარსი ინტერესს დიდხანს ვერინარჩუნებს. ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვნად მაშინ იზრდებოდა, როდესაც მონაწილეები თავად ქმნიდნენ და გეგმავდნენ ინტერაქციულ აქტივობებსა და გამოცდილებებს, რითაც პროცესის აქტიური მონაწილეები ხდებოდნენ. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება – ცოდნა მხოლოდ მაშინ ხდება ღირებული, როდესაც ადამიანები თავს პროცესის თანამონაწილედ გრძნობენ და არა უბრალო ინფორმაციის მიმღებებად.

ექსპერიმენტი, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება
Edu Hub კვლავაც აქტიური განვითარების პროცესშია. ის უფრო ექსპერიმენტული სივრცეა, ვიდრე საბოლოო მოდელის მქონე ინიციატივა, რომელიც ეძებს პასუხს კითხვაზე: რა აინტერესებთ ახალგაზრდებს რეალურად და როგორ ვაქციოთ გარემოსდაცვითი საკითხები მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?
„ამ სივრცის ახალი ტექნიკით აღჭურვა ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, დიდი სტიმულია. ახლა უკვე აღარ ვართ მხოლოდ თეორიით შეზღუდულნი და შეგვიძლია მოსწავლეებს პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დავეხმაროთ.“ ამბობს ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი, თეონა თეზელაშვილი.
პირველი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ცოდნისა და ინტერაქციის შერწყმა გაცილებით ძლიერ ჩართულობას იწვევს, ვიდრე სწავლების ტრადიციული ფორმატები. პროექტმა ასევე გამოკვეთა ისეთი სივრცეების მნიშვნელობა, სადაც ახალგაზრდებს იდეების არა ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად, ერთმანეთის მხარდაჭერით განვითარება შეუძლიათ.
მომავალში გუნდი ინიციატივის გაფართოებას, საგანმანათლებლო კომპონენტების გაძლიერებასა და უფრო ფართო აუდიტორიამდე მიტანას გეგმავს. მიზანი მხოლოდ აქტივობების გაგრძელება არ არის. გუნდი მუშაობს მოდელის დახვეწასა და სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებას.
თავისი არსით, Edu Hub მარტივ იდეას ეფუძნება: როდესაც მდგრადობა ყოველდღიური საუბრების, თანამშრომლობისა და ფიქრის ნაწილად იქცევა, ის აღარ არის განყენებული და აბსტრაქტული თემა. იგი ხდება მოცემულობა, რომელიც ახალგაზრდებს კარგად ესმით და რომლის შეცვლაც თავად შეუძლიათ.
პროექტის ავტორები გეგმავენ, რომ “სივრცე აქტიურად გამოიყენონ STEM მიმართულების აქტივობებისთვის, ვორქშოფებისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლებისთვის. მათი მიზანია, ერთი მხრივ, გააძლიერონ სკოლის შიდა რესურსები, ხოლო მეორე მხრივ, ითანამშრომლონ სხვა სკოლებთან და გამოცდილების გაზიარებით კიდევ უფრო გაზარდონ ინიციატივის მასშტაბი.”
ინიციატივა „ურბანული გამოწვევის კონკურსის – მწვანე და -ჭკვიანი გადაწყვეტები და ინოვაციური პასუხები ურბანულ გამოწვევებზე – ერთ-ერთი გამარჯვებული იდეაა. კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დანიის მთავრობის მხარდაჭერითა, და PMCG-სთან პარტნიორობით განახორციელა. ეს იყო როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული პროცესი, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და აქტუალური ურბანული გამოწვევებისთვის ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავება იყო. Შედეგად, უნდა გამოჩენილიყო, რომ მნიშვნელოვანი ურბანული ცვლილებები ხშირად მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და საზოგადოების გააზრებული ქმედებებით იწყება.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.
Edu Hub: Making Sustainability Part of Everyday Life in Poti Public School

For many young people, sustainability exists as an idea they encounter in classrooms, campaigns, or social media. They hear about climate change, recycling, and responsible consumption, but these topics often remain distant, something important yet not fully connected to everyday life.
In Poti, a group of local initiators set out to change that dynamic by creating a space where environmental awareness could feel closer, more practical, and more personal.
This idea took shape as Edu Hub, an educational hub for sustainability designed as a small experiment. Instead of focusing only on sharing information, the initiative asked a different question. What happens when young people engage with sustainability not as a subject, but as something they actively explore, discuss, and apply?
A Space That Encourages Initiative
Students played a key role in preparing the space at Poti’s 4th Public School. They worked together to clean and arrange the room, turning it into a functional and welcoming environment for the project. That process helped create a sense of ownership that carried into the activities themselves. The team now plans to use this space as a hub for Science, Technology, Engineering, and Mathematics (STEM)-based learning, hosting workshops, hands-on activities, and project-based sessions. Beyond the school itself, they also see it as a place for collaboration, where students from different schools can come together, exchange ideas, and build on each other’s experience, gradually expanding the initiative’s reach.
“When I first saw the renovated room and new laptops, I realized that a completely new era is beginning in our school. I can’t wait to see when the first workshop will be held in this space,” shared Lika, a student at the 4th Poti Public School.
Edu Hub brought together students and school teachers in a setting that encouraged both learning and interaction. Rather than relying only on presentations or lectures, the initiative combined discussions, collaborative activities, and practical exercises. Both children and teachers explore topics such as environmental responsibility, sustainable development, and everyday consumption habits.
But what made the difference was not the information itself, it was the way they worked with it. Small group discussions, shared tasks, and open conversations created space for participants to reflect on their own behavior. They didn’t just receive knowledge. They questioned it, connected it to their own routines, and started thinking about what it actually means in practice.
Over time, this shifted the tone of participation. Instead of passive listening, the sessions turned into exchanges, where ideas moved between participants and took shape through dialogue.
One of the key observations from the Edu Hub experience was how quickly engagement grows when young people feel comfortable contributing their own ideas. Participants began suggesting small changes, discussing everyday habits, and exploring how environmental responsibility could show up in their own lives. The space encouraged initiative rather than instruction.
At the same time, the team leading the project noticed an important pattern. Informational content alone rarely held attention for long. Engagement increased when participants could interact, respond, and take part in shaping the experience. This reinforced a simple but important lesson. Awareness becomes more meaningful when people feel involved in the process, not just informed about it.
An Experiment Still Taking Shape
Edu Hub remains an evolving initiative. At this stage, it functions less as a finished model and more as a testing ground, a way to understand what kinds of formats resonate with young people and how environmental topics can become more relevant in their daily lives.
”Equipping the space is a great incentive for us, teachers, with a new technical base. It allows us to no longer be limited to theory and to develop practical, creative skills in our students,” said Teona Tezelashvili, a teacher at the 4th Poti Public School.
Early observations suggest that combining knowledge with interaction creates stronger engagement than traditional formats. The project also highlighted the value of creating spaces where young people can explore ideas together, rather than individually.
Looking ahead, the team sees potential to expand the initiative, strengthen its educational components, and reach a wider group of participants. The goal is not only to continue the activities but also to refine the model and adapt it to different settings.
At its core, Edu Hub explores a straightforward idea. When sustainability becomes part of conversation, collaboration, and everyday thinking, it stops feeling distant and starts becoming something people can relate to and act on.
The project authors plan to “actively use the space for Science, Technology, Engineering, and Mathematics (STEM) activities, workshops and project-based learning. To use it both to strengthen the school’s internal resources and to collaborate and share experiences with other schools, that will further increase the impact of the initiative.”
The initiative was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, a contest supported by the Government of Denmark and implemented by the United Nations Development Programme (UNDP) in partnership with PMCG. It was both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and the Government of Denmark. Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of UNDP and the Government of Denmark.