EcoGuli: Students in Poti Turning Plastic Waste into New Ideas
ეკო გული: ფოთში სტუდენტები პლასტმასის ნარჩენებს ახალ იდეებად აქცევენ
მოსწავლეთა უმეტესობას გადამუშავების შესახებ ბევრჯერ სმენია. მათ იციან ნარჩენების დახარისხების მნიშვნელობა, ესმით, რომ პლასტმასა გარემოსთვის საზიანოა და იციან, რომ მისი ხელახალი გამოყენება გადაყრას სჯობს. თუმცა, ბევრისთვის ეს ცოდნა მაინც აბსტრაქტული რჩება. ისინი იშვიათად ხედავენ, რა ბედი ეწევა ნარჩენს გადაგდების შემდეგ,, ან როგორ შეიძლება ის რეალურ ახალ პროდუქტად გარდაიქმნას.
ფოთში ახალგაზრდების ჯგუფმა გადაწყვიტა, ეს რეალობა შეეცვალათ. იმის ნაცვლად, რომ ნარჩენების გადამუშავება მათთვის შორეულ, უხილავი სისტემების მიერ მართულ პროცესად დარჩენილიყო, მათ შექმნეს საერთო სივრცე, სადაც თავად შეძლებდნენ ამ პროცესზე დაკვირვებას, მის გამოცდასა და მასში მონაწილეობას. ეს იდეა გადაიზარდა ახალგზრდულ ინიციატივაში EcoGuli, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ახლოს დაფუძნდა. აქ გარემოსდაცვითი ცნობიერება პრაქტიკული საქმიანობის, ექსპერიმენტებისა და პრობლემების ერთობლივი გადაჭრის გზით ყალიბდება.
ეს ინიციატივა ერთი მარტივი კითხვიდან დაიბადა: რა მოხდება, თუ მოსწავლეები გადამუშავების შესახებ მხოლოდ თეორიულად კი არ ისწავლიან, არამედ თავადაც ჩაერთვებიან ამ პროცესში, იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე?
სწავლა ექპერიმენტებით

Პროექტი არც რთული დანადგარებით და არც პროტოტიპებით დაწყებულა, თავდაპირველად თავად სამუშაო სივრცე იყო მოსაწესრიგებელი. ბიბლიოთეკაში გამოყოფილი ოთახი ხელის შევლებას საჭიროებდა და ეს საქმე ახალგაზრდებმა საკუთარ თავზე აიღეს. ერთობლივი ძალისხმევით მათ ტერიტორია დაასუფთავეს, მოაწყვეს და ნელ-ნელა ისეთ მყუდრო ადგილად აქციეს, სადაც სიამოვნებით გაატარებდნენ დროს. როდესაც პირველი ხელსაწყოები მიიღეს, სივრცე უკვე სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა – ეს იყო არა უბრალოდ დაქირავებული ფართი, არამედ ადგილი, რომელიც თავად შექმნეს.

ეკო გულის სივრცეში გადამუშავება მშრალი თეორია აღარაა. ის იქცევა პროცესად, რომელსაც მოსწავლეები თავად გადიან. ისინი სწავლობენ, როგორ მუშაობს სხვადასხვა მასალა, როგორ იქმნება სხვადასხვა ნივთი და როგორ შეიძლება ნარჩენების სრულად ახალ პროდუქტებად გარდაქმნა.
3D პრინტერებისა და პროტოტიპების ხელსაწყოების გამოყენებით, ისინი სხვადასხვა მასალაზე ექსპერიმენტებს ატარებენ და საკუთარ იდეებს ცდიან, ხშირად იწყებენ ისეთი მარტივი რამით, როგორიცაა გადაყრილი ნივთები. ისინი მხოლოდ შორიდან კი არ აკვირდებიან პროცესს, არამედ თავად ხდებიან მისი ნაწილი.
„მეგონა, 3D პრინტერი უბრალოდ სათამაშო იყო, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მისი გამოყენებით სასარგებლო ნივთების შექმნა შემიძლია“, – გვიზიარებს ნინო, ერთ–ერთმა მოსწავლემ.
ამ გამოცდილების წყალობით, მოსწავლეები მოხმარებას, ნარჩენებსა და წარმოებას ერთმანეთთან აკავშირებენ. პლასტმასას ისინი აღარ აღიქვამენ, როგორც ერთჯერადი მოხმარების მასალას, არამედ მასში ახალი პროდუქტების შესაქმნელ პოტენციალს ხედავენ.

ამ დროისთვის მათ უკვე ათობით მცირე პროტოტიპი შეიმუშავეს: ცდიდნენ სხვადასხვა ფორმას, ცვლიდნენ დიზაინს და ბევრ რამეს ცდებით და საკუთარ შეცდომებზე სწავლობდნენ. ამ შემოქმედებით გზაზე შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თავად პროცესია. თითოეული მცდელობა მათ ეხმარება გააცნობიერონ, როგორ შეიძლება მასალების ხელახალი გამოყენება და რა არის საჭირო იდეის რეალურ პროდუქტად ქცევისთვის.
როდესაც მოსწავლეები პლასტმასასთან და სხვა მასალებთან მუშაობენ, ნარჩენების მიმართ მათი დამოკიდებულება თანდათან იცვლება. ისინი ამჩნევენ, თუ რამდენად ბევრი ნარჩენი გროვდება ყოველდღიურად გარემოში. ზოგმა სახლში პლასტმასის ბოთლების შეგროვება დაიწყო, სხვები კი იმაზე დაფიქრდნენ, როგორ შეუძლიათი ყოველდღიური მოხმარების ნივთების ხელახალი გამოყენება ან გადაკეთება.
„ძალიან საინტერესო იყო პრინტერთან მუშაობა. ახლა სახლში ბოთლებს ვაგროვებ და ჰაბში წასაღებად ვამზადებ“, – აღნიშნა ნიკოლოზმა, ეკოგულის მოხალისემ.
ერთი შეხედვით, ეს მცირე ცვლილებებია, თუმცა სწორედ ასეთი პრაქტიკულ გამოცდილება აყალიბებს ყოველდღიურ ჩვევებს. ეკო გულის დახმარებით მოსწავლეები ცირკულარული ეკონომიკის არსს არა მხოლოდ თეორიულად სწავლობენ, არამედ პრაქტიკაშიც ეცნობიან. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ მასალის სრულ ციკლს – მოხმარებიდან ხელახალ გამოყენებამდე და საბოლოოდ, ახალ პროდუქტად გარდაქმნამდე.
მზარდი ექსპერიმენტი


ეკო გული დასრულებული მოდელი არ არის. ის მუდმივად განვითარებადი ექსპერიმენტია. გუნდი სწავლობს, რა მუშაობს და რა – არა. მათ უკვე დაინახეს, რომ თეორიულ სწავლებასთან შედარებით, პრაქტიკული აქტივობები გაცილებით მეტ ჩართულობას იწვევს. ამავდროულად, გუნდი არაერთ გამოწვევასაც შეხვდა, მათ შორის დროის სიმცირეს, ტექნიკურ შეფერხებებსა და ყველა იდეის მყისიერად განხორციელების სირთულეს.
ამის Მიუხედავად, სივრცემ უკვე დამოუკიდებლად განვითარება დაიწყო. მოსწავლეები უკვე დამოუკიდებლად მუშაობენ, მცირე გუნდებად თანამშრომლობენ და თავად იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც ქმნიან.
სამომავლოდ გუნდი ინიციატივის ამ ერთი სივრცის ფარგლებს გარეთ გაფართოებას გეგმავს. მათ სურთ, სემინარები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩაატარონ, ქალაქში პლასტმასის შეგროვების პუნქტი გახსნან და ახალი ხელსაწყოები დაამატონ, რაც მოსწავლეებს უფრო რთული პროტოტიპების შექმნის საშუალებას მისცემთ. არსობრივად, ეკო გული ერთ მარტივ იდეას ეყრდნობა: როდესაც მოსწავლეები რეალურ მასალებთან მუშაობენ და საკუთარი ქმედებების შედეგებს ხედავენ, გარემოსდაცვითი ცნობიერება მათთვის ხელშესახებ გამოცდილებად იქცევა და მხოლოდ აბსტრაქტულ ცოდნად აღარ რჩება.
ინიციატივის ავტორების თქმით, „ახალი პლასტმასის ნივთების წარმოება გაცილებით იაფია, ვიდრე ნარჩენების შეგროვება, დახარისხება, გადამუშავება და მათი წარმოების ციკლში დაბრუნება. ინდივიდუალურად ამ გლობალურ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თუმცა შეგვიძლია მისი გამომწვევი მიზეზების ლოკალურ შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სწორედ ამას ემსახურება „ეკო გულის“ კამპანია ფოთში.“
ეკო გული ერთ-ერთი გამარჯვებული იდეაა, რომელმაც მხარდაჭერა ურბანული გამოწვევის კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დანიის მთავრობის მხარდაჭერითა და PMCG-თან პარტნიორობით განახორციელა. ურბანული გამოწვევების კონკურსი სასწავლო და პრაქტიკული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის მაცხოვრებლების ჩართვას ურბანული გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებაში. პროგრამა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ურბანული ცვლილებები ხშირად მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით იწყება.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.
EcoGuli: Students in Poti Turning Plastic Waste into New Ideas

Most students grow up hearing about recycling. They learn to separate waste, understand that plastic is harmful, and know that it should be reused instead of thrown away. But for many, this knowledge remains abstract. They rarely see what happens to waste after it leaves their hands, or how it can actually be transformed into something new.
In Poti, a group of students decided to step into that gap. Instead of treating recycling as something distant, handled by systems they don’t see, they created a small shared space where they could observe, test, and take part in the process themselves. This idea became EcoGuli, a student-driven initiative based near the city’s central library, where environmental awareness is explored through making, experimenting, and problem-solving.
The initiative grew out of a simple curiosity. What happens if students don’t just learn about recycling, but actually take part in it, from idea to product?
Learning by Experimenting

The work didn’t start with machines or prototypes, it started with the space. The library space needed fixing, and students took that on themselves. With joint efforts, they cleaned it, arranged it, and slowly turned it into a place they actually wanted to be in. By the time the first tools arrived, the space already felt different, not like a borrowed room but something they built together.
Inside the EcoGuli space, recycling is no longer a concept. It becomes a process students can follow step by step. Young people learn how materials behave, how objects are designed, and how waste can be repurposed into new products.

-Using 3D printers and prototyping tools, they experiment with different materials and test their own ideas, often starting from something as simple as a discarded object. They don’t just observe the process, they become part of it.
“I thought the 3D printer was just a toy, but now I realize I can use it to create useful things,” shared Nino, one of the students at EcoGuli.
Through this work, students begin to connect the dots between consumption, waste, and production. Instead of seeing plastic as something disposable, they start seeing it as a material with potential.

So far, they have developed dozens of small prototypes, testing forms, adjusting designs, and learning through trial and error. The process matters as much as the result. Each attempt helps them understand how materials can be reused and what it takes to turn an idea into something tangible.
As students work with plastic and other materials, their relationship with waste starts to shift.
They begin to notice how much of it exists around them. Some start collecting plastic bottles at home. Others think about how objects they use every day could be redesigned or reused.
“It was very interesting to work with the printer. Now I am collecting bottles at home and preparing them to bring to the lab,” mentioned Nikoloz, a student from EcoGuli.
These are small changes, but they show how hands-on experience can shape everyday behavior. EcoGuli also introduces students to the idea of a circular economy, not through theory alone, but through practice. They see how materials move through different stages, from use to reuse, and eventually into new products.
An Experiment Still Growing


EcoGuli is not a finished model. It’s an experiment in progress. The team is testing what works and what doesn’t. They’ve already seen that practical activities attract much more engagement than theory. They’ve also faced limits, time constraints, technical delays, and the challenge of giving every idea enough space to develop.
But even at this stage, the space has started to take on a life of its own. Students work more independently, collaborate in small teams, and take ownership of what they create.
Looking ahead, the team plans to expand the initiative beyond this single location. They want to bring workshops to schools and universities, open a plastic collection point, and introduce new tools that will allow students to experiment with more advanced forms of prototyping. At its core, EcoGuli explores a simple idea. When students can work with real materials and see the results of their actions, environmental awareness becomes something tangible, not abstract.
According to the authors of the initiative, “producing new plastic items is much cheaper than collecting, sorting, recycling, and returning waste to production. We cannot do anything against this individually, but we can change the source of the problem, which is what Eco Guli is campaigning for in Poti.”
EcoGuli was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, supported by the Government of Denmark and implemented by the United Nations Development Programme (UNDP) in partnership with PMCG. The City Challenge is both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and the Government of Denmark. Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of UNDP and the Government of Denmark.