Eco Trail: Reviving a Hill in Telavi into an Open-Air Classroom

ეკო ბილიკი: როგორ იქცა თელავში მდებარე გორა ღია  საგანმანათლებლო სივრცედ

თელავის მაცხოვრებლებისთვის დაბახნების გორა ოდითგანვე ქალაქის ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. ის ყოველთვის იყო ხილული, ნაცნობი და, ამავდროულად, ხშირად დაუფასებელი. არადა, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადგილი უამრავ ღირებულებას აერთიანებს: ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას, ისტორიის ნაკვალევს და ბუნებრივ გარემოში სწავლების უნიკალურ შესაძლებლობას.

ამასთანავე, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დროთა განმავლობაში უყურადღებოდ დარჩა. სივრცე ნაკლებად გამოიყენებოდა, სათანადოდ არ იყო მონიშნული და ბევრი ადამიანისთვის ის უფრო ერთი მორიგი გორა იყო, ვიდრე ადგილი, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარება, გარემოს გაცნობა, აღმოჩენების გაკეთება და სწავლა შეიძლებოდა. სწორედ ეს გახდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის „ეკო ბილიკის” მიზანი, დაეკავშირებინა ქალაქი მის ერთ-ერთ ნაკლებად დაფასებულ ლანდშაფტთან. თელავში, დაბახნების გორაზე, გუნდი მუშაობდა ეკო საგანმანათლებლო ბილიკის შექმნაზე, რომელიც ტერიტორიას უფრო ხელმისაწვდომს, უსაფრთხოსა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის მეტად ღირებულს გახდიდა.

ინიციატივა ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან საჭიროებას პასუხობს. ის  ყურადღებას ამახვილებს ურბანულ ბიომრავალფეროვნებაზე და წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლია ადგილობრივ ისტორიასა და ბუნებრივ მემკვიდრეობას ქალაქის უფრო მდგრადი განვითარების ხედვის ხელშეწყობა. გორას მხოლოდ ლანდშაფტის ელემენტად აღქმის ნაცვლად, ინიციატივა მიუდგა მას როგორც ცოცხალ რესურსს, რომლის გამოყენებაც აქტიურად შეუძლიათ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და სტუმრებს.

სწავლა საკლასო ოთახის მიღმა

საქმიანობა ტერიტორიის სიღრმისეული შესწავლით დაიწყო. გუნდმა არეალი რუკაზე დაიტანა, შეისწავლა მისი მახასიათებლები და დაგეგმა, როგორ შეძლებდნენ ვიზიტორები ბილიკზე გადაადგილებას. ეკო ბილიკის მარშრუტის სამი ძირითადი ღირსშესანიშნაობა გამოიკვეთა: XVII–XVIII საუკუნეებით დათარიღებული ხუთი ნაგებობის ნაშთები (მათ შორის მეჩეთი), გვიანი შუა საუკუნეების ქრისტიანული ეკლესია და ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ნიშნების განთავსების ადგილების შერჩევას, გაჩერების წერტილების განსაზღვრას და ისეთი მარშრუტის დაგეგმვას, რომელიც ვიზიტორებს ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად დააკავშირებდა, გორას ავთენტური იერსახის დარღვევის გარეშე.

ეტაპობრივად, სივრცემ გარდაქმნა დაიწყო. გუნდმა პირველ რიგში, ტერიტორია დაასუფთავა. ბილიკის გასწვრივ განთავსდა საინფორმაციო  დაფები, მიმართულების მაჩვენებლებთან და მარტივ მოსასვენებელ სივრცეებთან ერთად. არცერთი ელემენტი არ იყო ზედმეტი – თითოეულს საკუთარი დანიშნულება ჰქონდა. მიზანი არა გორას სრულად გადაკეთება, არამედ მისი წარმოჩენა და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.  ვიზიტორებს უკვე შეეძლოთ ბილიკს გაჰყოლოდნენ,  თავიდან აღმოეჩინათ ეს კარგად ნაცნობი ადგილი და ერთმანეთთან დაეკავშირებინათ მისი ისტორიული და ბუნებრივი ელემენტები. ის, რაც ადრე განუსაზღვრელად მიიჩნეოდა, თანდათან მკაფიო სტრუქტურასა და ახალ მნიშვნელობას იძენდა.

პროექტმა განსაკუთრებით ხელშესახები სახე დასკვნითი საველე ტრენინგის დროს მიიღო, როდესაც თელავისა და მიმდებარე სოფლების მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები, უნივერსიტეტის ლექტორებთან ერთად, ბილიკის გამოსაცდელად ადგილზე შეიკრიბნენ. მათ არ უსმენიათ პრეზენტაციებისთვის, არამედ თავად გაუყვნენ მარშრუტს, სხვადასხვა ადგილზე შეჩერდნენ და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლებოდა ამ სივრცის რეალურ სასწავლო პროცესში გამოყენება. მონაწილეებმა შეისწავლეს ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება, გაეცნენ მის ისტორიულ კონტექსტს და განიხილეს, თუ როგორ შეეძლო ღია სივრცეში სწავლას, საკლასო ოთახში მიღებული განათლების შევსება. 

„ძალიან სასიამოვნო გარემოა. აქამდე არასდროს ვყოფილვარ აქ და არც ვიცოდი, რომ ქალაქში ასეთი ლამაზი ადგილი გვქონდა. მის შესახებ მსმენოდა, მაგრამ ახლა საკუთარი თვალით ვიხილე. სიამოვნებით გამოვიყენებ ამ საველე რესურსს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სწავლების პროცესში,“ – აღნიშნა თელავის №4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ფატმან ოთარაშვილმა.

ამგვარმა მომენტებმა უფრო ფართო ცვლილებები აჩვენა. ეკო ბილიკზე გადაადგილებისას ადამიანებმა დაიწყეს ისეთი დეტალების შემჩნევა, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ. გორა დღეს ქალაქის შესახებ ძველ, თუმცა ახლებურად გააზრებულ ისტორიას ყვება. კეთილმოწყობილ ეკო ბილიკს აქვს პოტენციალი, იქცეს ქალაქის სილამაზით ტკბობისთვის, მისი ისტორიისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესწავლისა და გარემოს უკეთ გააზრებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ საყვარელ ადგილად

სივრცე, რომელიც განაგრძობს განვითარებას

„ეკო ბილიკი” არ სრულდება საინფორმაციო ნიშნების განთავსებით ან ბილიკის გახსნით. პირიქით, ის ახალი პროცესის დასაწყისს ქმნის. მასწავლებლებს უკვე აქვთ სივრცე, სადაც მოსწავლეების მიყვანა და პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება შეუძლიათ. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ეძლევა ტერიტორია საველე სწავლების რესურსად გამოიყენოს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი უფრო ხელმისაწვდომი და კეთილმოწყობილი გარემო შეემატათ. ამასთანავე, ქალაქმა მიიღო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არსებული ლანდშაფტებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა.

გუნდი უკვე მომავალ ნაბიჯებზეც ფიქრობს. ისინი გეგმავენ სივრცეს შემატონ ახალი ელემენტები, მათ შორის “მწერების სასტუმრო”, ფრინველებზე დაკვირვების წერტილები, მზის საათი, კომპოსტირების ზონები და მშვიდი სივრცეები დასვენებისთვის. ასევე იგეგმება ბილიკის გაფართოება. მისი დაკავშირება მიმდებარე ბუნებრივ ობიექტებთან და უფრო გრძელი საფეხმავლო მარშრუტის ჩამოყალიბება.

თითოეული ახალი კომპონენტი ერთსა და იმავე იდეას ეფუძნება: სწავლა განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ის ბუნებრივ გარემოში მიმდინარეობს.

ეს ძალიან კარგი საქმეა თელავისთვის, ჩვენი უბნისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. მადლობა ამ ინიციატივისთვის,“ – აღნიშნა ადგილობრივი სკოლის დირექტორმა და მეზობელმა, ეკა ქობიაშვილმა.

„ეკო ბილიკი” ნათლად აჩვენებს, რომ ცვლილებების მისაღწევად ყოველთვის არ არის საჭირო სრულიად ახალი სივრცეების შექმნა. ზოგჯერ საკმარისია ნაცნობ ადგილს სხვა თვალით შევხედოთ და ადამიანებს მასთან დაბრუნების ახალი მიზეზი მივცეთ.

აღნიშნული ინიციატივა, კონკურსის – “ურბანული გამოწვევები: ეკო-გონივრული გადაწყვეტილებები და ინოვაციური პასუხები ურბანულ გამოწვევებზე“ ფარგლებში გამოვლენილი ერთ-ერთი გამარჯვებული იყო. ზემოხსენებული კონკურსი შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ #M4EG ფარგლებში და განხორციელდა PMCG-ისთან თანამშრომლობით. “ურბანული გამოწვევები” წარმოადგენს როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკულ პროცესს, რომლის მიზანიცაა მოსახლეობის ჩართვა ქალაქებისთვის აქტუალური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. პროგრამა ცხადყოფს, რომ ქალაქების მდგრადი და მნიშვნელოვანი გარდაქმნა, ხშირად სწორედ მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და ინფორმირებული საზოგადოებრივი ქმედებით იწყება.

სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.


Eco Trail: Reviving a Hill in Telavi into an Open-Air Classroom

People in Telavi have long known Dabakhnebi Hill as part of the city’s landscape. It has always been there, visible, familiar, and easy to overlook. But what often goes unnoticed is how much such a place can hold at once: local biodiversity, traces of history, and the possibility of learning outside the classroom.

At the same time, parts of the area had slowly fallen into neglect. The space was underused, not clearly marked, and for many, it remained just another hillside rather than a place to spend time, enjoy, explore, or learn from. This was the starting point for Eco Trail, a local initiative that set out to reconnect the city with one of its overlooked landscapes. On Dabakhnebi Hill in Telavi, the team worked to create an eco-educational trail that would make the area easier to access, safer to use, and more meaningful for learning.

The initiative responded to several needs at once. It addressed the lack of practical outdoor learning spaces, drew attention to urban biodiversity, and explored how local history and nature can support a more sustainable vision for the city. Rather than treating the hill as a backdrop, the initiative approached it as a living resource that teachers, students, residents, and visitors could actively use.

Learning Outside the Classroom

The work began with understanding the terrain. The team mapped the area, studied its features, and planned how people would move through it. Three main features of the eco-trail were identified: remains of five 17th–18th century structures (including a mosque), the late medieval Christian Church, and the area’s biodiversity. They thought carefully about where to place signs, where people might stop, and how to guide visitors without disrupting the natural feel of the hill.

Step by step, the space started to change. First the team cleaned up the hill. Informational and interpretive boards appeared along the trail, along with directional signs and simple resting areas. Nothing felt excessive, but everything had a purpose. The goal was not to redesign the hill, but to make it easier to read. Visitors could now follow a path, understand what they were seeing, re-discover this familiar place, and connect separate elements into a larger picture. What had once felt undefined began to take on structure and meaning.

The project became more tangible during the final field training, when children, students, and teachers from Telavi and nearby villages, along with university lecturers, came to experience the trail themselves. They didn’t sit through presentations. They walked the route, stopped at different points, and discussed how the space could be used for real lessons. They explored the biodiversity of the area, learned about its historical context, and considered how outdoor learning could complement classroom teaching. For many, the experience shifted something.

“It is a pleasant environment. I had never actually been here and did not know we had such beauty within the city. I had heard about it, but now I saw it with my own eyes. I will gladly include this field resource in both the formal and informal parts of my teaching,” said Fatman Otarashvili, a teacher at the 4th Telavi Public School.

Moments like this reflected a broader change. When people moved through the eco trail, they began to notice details they had previously ignored. The hill is now telling an old, new  story about the city. A well-arranged eco trail has the potential to become a favorite destination for admiring, exploring, and understanding the city.

A Space That Keeps Growing

Eco Trail does not end with the installation of signs or the opening of a trail. It creates a starting point. Teachers now have a place where they can bring students for practical lessons. University staff can use the area for field-based learning. Local residents have a more accessible and welcoming space. And the city gains a small but meaningful example of how existing landscapes can be revived.

The team already looks ahead. They plan to expand the space with new elements, including an insect hotel, bird observation points, a sun clock, composting areas, and quiet zones for reflection. There are also plans to extend the trail further, connecting it to nearby natural features and creating a longer walking route.

Each addition builds on the same idea: learning works differently when it happens in a real environment.

“This is a good thing for Telavi, for the neighborhood, and for visitors. Thank you for this initiative,” said Eka Kobiashvili, a local school director and neighbor.

Eco Trail shows that change does not always require building something entirely new. Sometimes, it starts with looking at a familiar place more closely and giving people a reason to return to it.

The initiative was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, designed as part of the EU-UNDP “Mayors for Economic Growth” #M4EG project and implemented in partnership with PMCG. The City Challenge is both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.

This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP). Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of the EU and UNDP.