Eco-Smart Space: From Small Experiments towards Bigger Urban Impact
ეკო-გონივრული სივრცე: მცირე ექსპერიმენტებიდან მასშტაბურ ურბანულ ცვლილებებამდე
ქუთაისში, კოლეჯში „იბერია“, ცნობისმოყვარეობა მხოლოდ წახალისებული არ არის, ის პრაქტიკაშიც ხორციელდება. მოსწავლეებს შთააგონებენ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, ერთობლივად განავითარონ იდეები და საკუთარი ცოდნა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად გამოიყენონ. ერთ-ერთმა ჯგუფმა კოლეჯის ეზოს შეხედა და მასში იდეალური სივრცე დაინახა გარემოსდაცვითი გადაწყვეტების პრაქტიკაში გამოსაცდელად. შედეგად, ეზო გარდაიქმნა ცოცხალ ლაბორატორიად – ფუნქციურ სივრცედ, სადაც ეკო-გონივრული გადაწყვეტილებები მხოლოდ თეორიული განხილვის საგანი კი არ არის, არამედ რეალურად ინერგება და გამოიცდება.
სწორედ ამ ხედვიდან დაიბადა “ეკო-გონივრული სივრცე”: მრავალფუნქციური და გარემოსდაცვით პრინციპებზე დაფუძნებული ადგილი, რომელიც ადგილობრივი კოლეჯის ტერიტორიაზე შეიქმნა. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი ნულიდან დაწყებულიყო და იდეის ავტორებს მასშტაბური ურბანული ინვესტიციებისთვის დაეცადათ, ინიციატივამ აქცენტი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის, მდგრადი ურბანული განვითარების პრაქტიკულ მაგალითად გარდაქმნაზე გააკეთა. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიური, საგანმანათლებლო და რეკრეაციული ურბანული სივრცის იდეა კიდევ უფრო დაიხვეწა და გაძლიერდა.
იდეა განხორციელდა „ურბანული გამოწვევების“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით შეიქმნა და PMCG-ისთან თანამშრომლობით განხორციელდა. ამ მცირე მასშტაბის ურბანული ექსპერიმენტისთვის იდეალურ შესაძლებლობად იქცა. აღნიშნული ინიციატივა ერთ კონკრეტულ, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს იკვლევს: რა ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქეები თავად ერთვებიან მათ გარშემო არსებული სივრცეების ფორმირებაში? ცვლის თუ არა ეს გამოცდილება მათ წარმოდგენას პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარებისა და ქალაქის განვითარებაში საკუთარი როლის შესახებ?
მდგრადობის სწავლა მისი შექმნის გზით
ეკო-გონივრული სივრცის შეიქმნას სტუდენტების მონაწილეობითთამარ მანაგაძე უძღვებოდა. მოიაზრებოდა ეზოს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან, მრავალფუნქციურ, რეკრეაციულ და საგანმანათლებლო ადგილად გარდაქმნა, რომელიც გარემოსდაცვით ინფრასტრუქტურასა და არაფორმალურ განათლებას გააერთიანებდა.
ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ მისი განხორციელება სრულად გარე შემსრულებლებისთვის არ მიუნდიათ, არამედ პირიქით, პროექტში ჩაერთნენ პროფესიული პროგრამების სტუდენტები, რომლებიც ხის მხატვრული დამუშავებისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებებზე სწავლობდნენ. მათ უშუალო მონაწილეობა მიიღეს სივრცის ძირითადი ელემენტების შექმნასა და მოწყობაში, რითაც გარემოსდაცვითი ცნობიერების თეორიული ცოდნა ხელშესახებ და თვალსაჩინო შედეგებად აქციეს.



პროექტის გუნდმა თავდაპირველად შეისწავლა არსებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები მწვანე კედლების, განახლებადი მიკროტექნოლოგიების, რეკრეაციული სივრცეების დიზაინისა და ნარჩენების დახარისხების სისტემების მიმართულებით. ამ კვლევაზე დაყრდნობით, გუნდმა სივრცეში მოაწყო მოდულური მწვანე კედელი, სადაც ეკოსისტემისადმი მდგრადი მცენარეებია დარგული. ასევე მოეწყო ღია ცის ქვეშ განთავსებული ამფითეატრი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩასატარებლად. დაიდგა მცირე ზომის მზის ენერგიის პანელი, რომელიც ენერგოეფექტურობის პრაქტიკული შესაძლებლობების დემონსტრირებას ემსახურება. სივრცეში გაიმართა ნარჩენების დახარისხების ინფრასტრუქტურა და დაიდგა ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედი, რომელიც ფიზიკური აქტივობის შედეგად გამომუშავებულ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის.

„ცვლილება სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც თავად ხდები პროცესის ნაწილი. მზის პანელების განთავსებაში მონაწილეობამ დამაფიქრა, როგორი ქალაქი მინდა, რომ გვქონდეს – ეკო-მეგობრული და ინოვაციური. კოლეჯის ეზოში განხორციელებულმა საპილოტე პროექტმა დაგვანახვა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.” – ამბობს ლუკა, ელექტროინჟინერიისა და მიკროელექტროობის პროგრამის სტუდენტი.
ექსპერიმენტიდან რეალურ გავლენამდე




მიუხედავად იმისა, რომ “ეკო-გონივრული სივრცე” მასშტაბით შედარებით მცირე ინიციატივა იყო, მან მნიშვნელოვანი ხარისხობრივი შედეგები მოიტანა. მონაწილეებმა ურბანული გამოწვევების აღქმა შეცვალეს: ისინი ამ გამოწვევებს აღარ განიხილავდნენ როგორც შორეულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ გრძელვადიანად არის შესაძლებელი. პირიქით, მათ ეს საკითხები ისეთ გამოწვევებად აღიქვეს, რომელთა მოგვარებაშიც თავადაც შეეძლოთ წვლილის შეტანა. ამას ხელს უწყობდა როგორც ყოველდღიური ცხოვრების უფრო გააზრებული მიდგომა, ისე „ეკო-გონივრული სივრცის“ გამოყენება. სივრცისა, რომელიც მათ თავად შექმნეს უფრო მწვანე და მდგრადი გადაწყვეტილებების წასახალისებლად.
პროექტის განხორციელების პროცესსა და მის შემდგომ პერიოდში ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა არა მხოლოდ ქცევითი ცვლილებები სტუდენტებში, არამედ ღირებულებითიც. კერძოდ, სტუდენტებს გაუმძაფრდათ პასუხისმგებლობის განცდა, მეტად თავდაჯერებულები გახდნენ საკუთარი ინოვაციური იდეების საჯაროდ გამოხატვისას და ასევე, ჩამოუყალიბდათ მონაწილეობისა და თანამშრომლობის უფრო ძლიერი კულტურა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტმა თეორიული ჩართულობა პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნა. სტუდენტები მხოლოდ მოსაზრებების გამზიარებლები არ ყოფილან, მათ რეალური შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი ცოდნა, უნარები და გამოცდილება გამოეყენებინათ კოლეჯის ტერიტორიაზე ისეთი სივრცის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებას ემსახურება.
ამჟამად ეკო სმარტ სივრცე კოლეჯში არაფორმალური განათლების, სწავლის, დიალოგისა და საზოგადოებრივი აქტივობების პლატფორმად გამოიყენება. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ მდგრადი ურბანული განვითარება შეიძლება დაიწყოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გააზრებულად გამოყენებით, პრაქტიკული ექსპერიმენტებითა და ადგილობრივი ინიციატივების მიმართ ნდობით.
„როდესაც ამფითეატრის მოწყობაზე ვმუშაობდი, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ძალისხმევის შედეგის დანახვა, რომელიც ქალაქის მწვანე სივრცეში აისახება. ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ, ისაუბრონ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და დაისვენონ.“ – ამბობს გიორგი, ხის მხატვრული დამუშავების პროგრამის სტუდენტი.
“ეკო-გონივრული სივრცე” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ურბანული გამოწვევების“ ინიციატივის ფარგლებში გამოვლენილი ერთ-ერთი გამარჯვებული გახლდათ. გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერა და მჭიდროდ ითანამშრომლეს მენტორებთან საკუთარი იდეების პრაქტიკულ გადაწყვეტებად გარდასაქმნელად. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი: ურბანული გარდაქმნა ხშირად მცირე ექსპერიმენტებით იწყება და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.
Eco-Smart Space: From Small Experiments towards Bigger Urban Impact
In Kutaisi, curiosity is more than encouraged at College Iberia – it is put into action. Students are inspired to experiment, co-create, and apply their knowledge to real-world challenges. One community group looked at their college yard and saw the perfect place to put their knowledge of environmentally friendly solutions to the test. What followed was a transformation: the courtyard became a living lab – a functional space where eco-smart solutions are not only discussed, but demonstrated and experienced.
From that vision, EcoSmart Space was born: a multifunctional, environmentally conscious area created within the premises of a local college. Rather than building from scratch and waiting for large-scale urban investments, the initiative focused on elevating existing infrastructure and transforming it into a working example of sustainable urban practice. Building on desk research of global best practices, the idea of an eco-urban recreational and educational space for youth was further developed and strengthened.
The Urban Challenges Initiative, designed as part of the EU-UNDP “Mayors for Economic Growth” and implemented by UNDP Georgia in partnership with PMCG, appeared to be a perfect fit for this small-scale urban experiment. It explores a focused but meaningful question: when citizens are entrusted with shaping the spaces around them, does that experience influence how they understand responsibility, sustainability, and their role in contributing to the city’s transformation?
Learning Sustainability by Building It
EcoSmart Space was designed by a team led by Ms. Tamar Managadze as an eco-friendly, multifunctional recreational and learning area that would combine environmental infrastructure with informal education.
Rather than outsourcing all implementation, the initiative deliberately involved students from vocational programs in artistic wood processing and electrical engineering. They contributed directly to constructing key elements of the space, transforming theoretical environmental awareness into visible, hands-on results.



The project team conducted preliminary research on best practices in green walls, renewable micro-technologies, recreational space design, and waste separation systems. Based on this groundwork, the team developed a modular green wall featuring ecosystem-resilient plants; an open-air amphitheater for educational and community events; a small solar panel system to showcase ways of improving energy efficiency; waste separation infrastructure; and an energy-generating bicycle, converting physical activity into electricity.

“Change begins the moment you become part of the process. Installing solar panels made me realize the kind of city I want us to live in—eco-friendly and innovative. The college yard pilot has shown that this is possible. ” explained Luka, a student of electrical engineering and microelectronics.
From Experiment to Impact




While modest in scale, Eco–Smart Space generated notable qualitative impact. Participants began to perceive urban challenges not as distant structural problems but as realities in which they could contribute by living more conscious everyday lives, using Eco–Smart Space, something they’ve built together to promote greener and more sustainable choices.
Observations during and after implementation indicated not only behavioral shifts among the students but also value-based changes, including a stronger sense of responsibility, increased confidence in expressing ideas in public settings, and a growing culture of participation.
Importantly, the project translated theoretical engagement into practical outcomes. Students were not merely consulted; they were given an opportunity to apply their skills and knowledge to build a space for their community within their college premises.
Today, the space serves as a platform for informal education, learning, dialogue and community activity within the college environment. More importantly, it stands as evidence that sustainable urban development can begin with existing infrastructure, practical experimentation, and trust in local initiative.
“When I was working on building the amphitheater, I realized how meaningful it is to see your effort reflected in the city’s green space. We created a place where people can gather, discuss, and relax,” said Giorgi, a student of artistic wood processing.
The EcoSmart Space was one of the winning projects, under the European Union funded Urban Challenges Initiative, implemented in three Georgian cities: Batumi, Kutaisi, and Telavi. Winning ideas received technical and financial support and worked closely with mentors to turn their ideas into practical solutions, reinforcing a key lesson of the initiative: urban transformation often starts with small experiments and building change step by step.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP). Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of the EU and UNDP.