Eco Hero: How an Animated Story is Inspiring Greener Choices in Batumi

ეკო გმირი – ანიმაციური ისტორია, რომელიც ბათუმელებს უფრო ეკოლოგიური არჩევანისკენ უბიძგებს

ბათუმში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების ფონზე, ადგილობრივმა ინოვატორმა ურბანული მდგრადობის შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის გასაძლიერებლად უჩვეულო, თუმცა ხელმისაწვდომი გზა აირჩია – ანიმაცია. იდეა სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავდა შემოქმედებითი თხრობის საშუალებით გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ეკო-პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისებას.

ანიმაციური საგანმანათლებლო ვიდეო „ეკო-გმირი“, რომლის ავტორებიც თეონა გორგოშაძე და კობა ფარტენაძე არიან, ურბანული გამოწვევების გამარჯვებულ იდეებს შორის შეირჩა. ინიციატივა შემუშავდა და განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, PMCG-სთან პარტნიორობით. ღია კონკურსზე წარდგენილი იდეების შეფასებისას ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა პროექტის ინოვაციური, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მიდგომა და მისი მაღალი პოტენციალი საზოგადოებრივ დონეზე გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მდგრადი პრაქტიკების ხელშეწყობისთვის.

მეტი ვიდრე ვიდეო: ცოცხალი საგანმანათლებლო ინსტრუმენტი

გარემოსდაცვითი გამოწვევების ანგარიშებისა და სტატისტიკური მონაცემების საშუალებით წარმოჩენის ნაცვლად, გუნდმა გამოიყენა ვიზუალური თხრობა, რათა რთული და მნიშვნელოვანი ურბანული საკითხები უფრო გასაგები და ემოციური გამხდარიყო. „ეკო-გმირი“ ეხება ბათუმის ყველაზე მწვავე პრობლემებს, მათ შორის ჰაერის დაბინძურებას, წყალდიდობებს, ნარჩენების არასწორ მართვას, მწვანე სივრცეების სიმწირეს, წყლისა და სადრენაჟე სისტემების პრობლემებსა და სამოქალაქო ჩართულობის დაბალ დონეს. აღსანიშნავია, რომ ანიმაციაში ასახული ძირითადი გარემოსდაცვითი საკითხები ადგილობრივი მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება.

ანიმაციაში ბათუმი ორ ურთიერთსაპირისპირო სამყაროდ არის წარმოდგენილი. ერთს უყურადღებობა და გულგრილობა განსაზღვრავს, მეორეს კი – პასუხისმგებლიანი და ეკო-მეგობრული არჩევანი. ანიმაცია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ყოველდღიურ მცირე ქმედებებს დადებითი გავლენა მოახდინოს ურბანულ გარემოზე.

„ჩვენი მიზანი მხოლოდ პრობლემების წარმოჩენა არ ყოფილა. გვინდოდა გვეჩვენებინა უკეთესი ურბანული პრაქტიკები და შეგვეთავაზებინა მკაფიო, ჯანსაღი ალტერნატივები, რომლებთანაც ადამიანებს საკუთარი თავის გაიგივება შეეძლებოდათ. „ეკო-გმირი“ გარემოსდაცვითი განათლების ინოვაციური ინსტრუმენტია, რომელიც ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ქცევით დონეზე უკავშირდება მოქალაქეებს, რათა თავად გახდნენ ცვლილებების ინიციატორები გარემოს დაცვის მიმართულებით, აიმაღლონ ცნობიერება, მიიღონ საჭირო და სასარგებლო რჩევები და თავადვე დანერგონ მწვანე იდეები საკუთარ ქალაქში.“ – განმარტა ინიციატივის ავტორმა, თეონა გორგოშაძემ.

ცნობიერებისა და მდგრადი ჩვევების ჩამოყალიბება

„ეკო-გმირის“ პირველი საპილოტე ეპიზოდი ერთჯერადი პროდუქტის ნაცვლად გრძელვადიან საგანმანათლებლო ინსტრუმენტად შეიქმნა და საფუძველი ჩაუყარა მომავალ ეპიზოდებს, რომლებიც მოქალაქეების მიერ გაზიარებული რეალური გარემოსდაცვითი ისტორიებითა და იდეებით იქნება შთაგონებული.

საპილოტე ეპიზოდის მთავარი გმირი იმედგაცრუებულია ურბანული გარემოსდაცვითი პრობლემებით, საზოგადოების გულგრილობითა და რეაგირების ნაკლებობით. სიუჟეტის განვითარებისას მაყურებელი ეცნობა ეკო-გმირს – ფერიას, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი გარემოს გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ანიმაცია ნათლად წარმოაჩენს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. საზოგადოება, რომელიც ერთიანი ძალისხმევით და შეუჩერებელი ენერგიით მოქმედებს, მაყურებლისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა და მასაც ცვლილებების პროცესში ჩართვისკენ უბიძგებს. პროექტმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია მედიას ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციური მიდგომებისა და ეკო მეგობრული აზროვნების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიაში.

„მომეწონა, რომ გმირი არ იყო ზებუნებრივი ძალების მქონე სუპერგმირი. მისი ძალა ცოდნაა, და ამან მაგრძნობინა, რომ მეც შემიძლია ვიყო გმირი ჩემს გარემოში,“ – ამბობს ბათუმის მე-8 კლასის მოსწავლე სალომე.

ანიმაცია ფართო საზოგადოებამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით იხილა, რის შედეგადაც შეიქმნა სივრცე უფრო ფართო საზოგადოებრივი დიალოგისთვის.

მცირე იდეები, გრძელვადიანი გავლენა

„აქამდე მეგონა, რომ ეკოლოგია მხოლოდ წიგნებში დაწერილი თემა იყო. ამ ანიმაციის ნახვის შემდეგ პირველად გავიაზრე, რომ მეც შემიძლია წვლილი შევიტანო ქალაქის პრობლემების გადაჭრაში,“ – ამბობს ბათუმის მე-9 კლასის მოსწავლე, ნიკა.

თავისი არსით, „ეკო-გმირი“ გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ურბანული ცვლილებები შეიძლება მოქალაქეების მიერ წამოწყებული მცირე იდეებით დაიწყოს. შემოქმედების, ახალგაზრდების ჩართულობისა და გარემოსდაცვითი განათლების გაერთიანებით,  ინიციატივა წარმოსახვითი თხრობის ძალას წარმოაჩენს. ავტორებმა წარმატებით გადაჭრეს რთული ამოცანა – მდგრადი განვითარების კომპლექსური კონცეფციების ემოციურად მიმზიდველ ფორმატში გადმოცემა. ჩარჩოებს მიღმა ფიქრის საშუალებით ისინი მაყურებლებს გარემოსდაცვით თემებთან პირადი კავშირის დამყარებაში დაეხმარნენ და პასიური ცნობიერება რეალურ, გასაგებ ქმედებად აქციეს.

მაშ, რა იქნება შემდეგ? შეძლებს თუ არა ამ ეკო-გმირის იდეა მასშტაბურ განვითარებას?

ეს ანიმაცია მხოლოდ დასაწყისია. ავტორებმა უკვე შექმნეს მდიდარი სამყარო დასამახსოვრებელი პერსონაჟებითა და საბავშვო გუნდის მიერ შესრულებული ორიგინალური ჰიმნით. აქედან ისტორია ბუნებრივად შეიძლება ახალ ეპიზოდებში გაგრძელდეს, თუმცა ხედვა გაცილებით შორს მიდის. არსებობს გეიმიფიკაციის დიდი პოტენციალი: საყვარელი ეკო-გმირი შესაძლოა მალე ციფრულ სამყაროშიც გადავიდეს და მობილური აპლიკაციის მთავარი პერსონაჟი გახდეს, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი ძალებით ორგანიზებისა და ადგილობრივი მწვანე ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

ინიციატივა იყო ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა, რომელიც მხარდაჭერილი იქნა „ურბანული გამოწვევის: ეკო-გონიერი გადაწყვეტილებები და ინოვაციური პასუხები ურბანულ გამოწვევებზე“ ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში და განხორციელდა PMCG-სთან პარტნიორობით. ურბანული გამოწვევა წარმოადგენს როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს აქტუალური ურბანული გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებაში მოსახლეობის ჩართვას. ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ურბანული ცვლილებები ხშირად მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და ინფორმირებული საზოგადოებით იწყება.

სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.


Eco Hero: How an Animated Story is Inspiring Greener Choices in Batumi

Facing environmental challenges in Batumi, a local innovator chose an unconventional but accessible approach to spark public discussion on urban sustainability: animation. The idea was developed as a citizen-led urban initiative, testing how creative storytelling could raise awareness and encourage more eco-friendly behavior among residents, especially young people.

Eco Hero, an animated educational video pitched by Teona Gorgoshadze and Koba Partenadze, was selected as one of the winning ideas under the City Challenge, designed and implemented as a pilot initiative of the EU-UNDP joint project “Mayors for Economic Growth” in partnership with PMCG. The jury highlighted the project’s innovative AI-based approach and its strong potential to promote environmental awareness and sustainable practices at the community level, while assessing the ideas, collected as part of the open competition.

More than a Video: A Living Educational Tool

Instead of presenting environmental challenges through reports or statistics, the team  used visual storytelling, to make complex and critical urban issues easier to understand and emotionally engaging. Eco Hero addresses some of Batumi’s most pressing problems, including air pollution, flooding, improper waste management, the lack of green spaces, water and drainage challenges, and low civic engagement. In fact, key environmental issues, were based on the responses collected from local community members via online survey.

The animation portrays Batumi, as a city divided into two contrasting worlds. One shaped by neglect and the other by responsible, eco-friendly choices, showing how everyday small actions can positively influence the urban environment.

“Our goal was not just to show problems, but to model better urban practices and offer clear, healthy alternatives that people can relate to. Eco Hero is an innovative environmental education tool that, emotionally, psychologically and behaviorally connects with citizens, so that they themselves become agents of change in the direction of environmental protection, raise awareness, receive necessary and useful advice, and implement green ideas in the city themselves,” explained Ms. Gorgoshadze, the initiative author.

Building Awareness and Sustainable Habits

Designed as a long-term educational tool, rather than a one-time product, Eco Hero’s first pilot lays the groundwork for future episodes, inspired by real life environmental stories and ideas shared by citizens. The pilot episode follows a main character frustrated by urban environmental problems and public indifference and the lack of community responses. Along the way, viewers are introduced to an eco-hero – a fairy who helps youth take action to improve their environment. The animation captures the power of collective action. By showing a community coming together with unstoppable momentum, it serves as an inspiring invitation for viewers to join the movement. The project tested how creative media can support awareness-raising, innovation, and eco-friendly thinking, particularly among younger audiences.

“I liked that the hero wasn’t a superhero with supernatural power. Her power is knowledge, that made me feel like I could be an Hero in my environment,” Salome, 8th grade student from Batumi.

The animation reached a wider public through broadcasts on Adjara Public Broadcaster and social media platforms, extending its impact beyond the initial screening and opening space for broader public dialogue.

Small Ideas, Lasting Impact

“Until now, I thought that ecology was a topic written in books. After watching this animation, for the first time, I realized that I can also contribute to overcoming the city’s challenges,” Nika, 9th grade student from Batumi.

At its core, Eco Hero demonstrates that meaningful urban change can begin with small, citizen-driven ideas. Merging creativity, youth engagement, and environmental education, this initiative demonstrates the power of imaginative storytelling. The creators successfully navigated a tough challenge – translating complex sustainability concepts into an emotionally engaging format. By thinking outside the box, they helped viewers connect with the environmental message on a personal level, turning passive awareness into relatable action.

So, what comes next? Can this eco-hero’s mission truly scale?

This animation is just the beginning. The creators have already built a rich world with relatable characters and an original anthem brought to life by a children’s choir. From here, the story could naturally expand into new episodes, but the vision goes even further. There is massive gamification potential: the beloved eco-hero could soon transition into the digital world, anchoring a mobile app that empowers citizens to easily self-organize and lead local green initiatives.

The initiative was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, designed as part of the EU-UNDP “Mayors for Economic Growth” project and implemented in partnership with PMCG. The City Challenge is both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.

This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP). Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of the EU and UNDP.