Ariadne: Rethinking Textile Waste Through Creativity and Practice in Poti

ტანსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნივთია, რომელსაც ადამიანები ყიდულობენ, იყენებენ და ხშირად ბევრი ფიქრის გარეშე იშორებენ. ბოლო წლებში სწრაფი მოდის ბუმმატანსაცმელი უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაზარდა ტექსტილის ნარჩენების რაოდენობა და გარემოზე მავნე ზემოქმედება მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ყოველდღიური არჩევანი ამ პროცესზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ბევრისთვის ეს კავშირი ჯერ კიდევ შეუმჩნეველი და უხილავია.

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ფოთში ადგილობრივმა ორგანიზაციამ, ასოციაცია დიოსკურიამ გადაწყვიტა, ამ საკითხებზე საუბარი ახალგაზრდებთან დაეწყო. ტექსტილის ნარჩენებზე მხოლოდ თეორიული მსჯელობის ნაცვლად, ორგანიზაციამ მცირე საპილოტე ინიციატივა შექმნა, რომელიც მონაწილეებს მასალების ხელახალი გამოყენების პრაქტიკულ გზებს აცნობს და ტანსაცმლის წარმოების, გადაკეთებისა და ღირებულების ახლებურად დანახვაში ეხმარება.

„არიადნე“ საპილოტე ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს, რათა მათ უკეთ გაიაზრონ სწრაფი მოდის ინდუსტრიის გავლენა გარემოზე და ტექსტილის ხელახალი გამოყენების პრაქტიკული უნარები შეიძინონ. ინიციატივამ გარემოსდაცვითი განათლება პრაქტიკულ სემინარებთან გააერთიანა და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, თავად გამოეცადათ, როგორ შეიძლება ძველი ტანსაცმლისა და ტექსტილის ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექმნა.

ტექსტილის ნარჩენების ხელახალი შეფასება

ინიციატივა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ამიტომ მისი გავლენის შეჯამება ნაადრევია. თუმცა პროექტის ავტორები უკვე იღებენ დადებით გამოხმაურებას თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმის შესახებ. პროექტის ფარგლებში საზოგადოების ახალგაზრდა წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სწრაფი მოდის ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე, ტექსტილის ნარჩენების მზარდ პრობლემასა და წრიული ეკონომიკის პრინციპებზე იმსჯელეს. მონაწილეთა უმეტესობისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორაა დაკავშირდებული ტანსაცმლის წარმოება და მოხმარება გარემოს მდგრად განვითარებასთან

არიადნემ ახალი გამოცდილება მომცა, და შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დამეხმარა. მან აამაღლა ჩემი ცნობიერება გადამუშავებისა და გარემოსდაცვითი რისკების შესახებ და მომცა შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამომეყენებინა მიღებული ცოდნა“, – თქვა ერთერთმა მონაწილემ, ანიმ.

პრაქტიკული სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კერვის ძირითად ტექნიკას და ტექსტილის ხელახალი გამოყენების სხვადასხვა მეთოდს. ისინი ძველ ტანსაცმელს ახალ ნივთებად გარდაქმნიდნენ, არსებულ სამოსს საკუთარი იდეების შესაბამისად ცვლიდნენ და შეღებვის სხვადასხვა ტექნიკასაც ცდიდნენ. ასე უკვე გამოყენებულ ქსოვილებს სრულიად ახალ იერს სძენდნენ.

სემინარები ინტერაქტიულ ფორმატში ტარდებოდა, სადაც თითოეულ მონაწილეს საკუთარი ძალების მოსინჯვისა და ხელით ახალი ნივთის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდა. მცირე ჯგუფებში მუშაობამ ხელი შეუწყო თანამშრომლობას და მონაწილეებს საშუალება მისცა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური ნივთების გადაყრის ნაცვლად8 მათი ხელახლა გამოყენება .

არსებული მასალებისგან ახალი პროდუქტის შექმნამ ტექსტილის ნარჩენების მიმართ ბევრი მონაწილის დამოკიდებულება შეცვალა.

სემინარებიდან ახალ პერსპექტივებამდე

სემინარის მონაწილეები დაფიქრდნენ ტანსაცმელსა და მოხმარებასთან საკუთარ ყოველდღიურ დამოკიდებულებაზე. მათ იმსჯელეს ისეთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, როგორიცაა ტანსაცმლის შეკეთება, მასალების ხელახალი გამოყენება და ზედმეტი შესყიდვებისგან თავის შეკავება.

საინფორმაციო სესიებმა მონაწილეებისთვის თემის გაცნობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა ყველაზე მაღალი ჩართულობა პრაქტიკულმა აქტივობებმა გამოიწვია, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ ექსპერიმენტების ჩაეტარება და ხელშესახები შედეგების შექმნა. ძველი ტანსაცმლის ახალ ნივთებად გადაქცევამ ტექსტილის ხელახალი გამოყენების იდეა ბევრად უფრო კონკრეტული და გასაგები გახადა.

ინიციატივამარიადნემასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლა და განვითარება სხვადასხვა სფეროში. მან სრულიად შეცვალა ჩემი შეხედულება კერვაზე და კიდევ უფრო მეტად დავაფასე მსგავსი საქმიანობა. ამ პროექტის წყალობით შევიძინე ახალი მეგობრები, გავაფართოვე ჩემი პერსპექტივა და აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები“, – თქვა მონაწილე ლიზიმ.

გუნდს უამრავი ახალი იდეა აქვს. „არიადნეს“ წარმატებით დაწყების შემდეგ, მათ უკვე მოიპოვეს დამატებითი მხარდაჭერა და პროექტის გაფართოებაზე მუშაობენ. სამომავლოდ გეგმავენ მეტი ახალგაზრდის ჩართვას, ტექსტილის გადამუშავების მიმართულების გაძლიერებას, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ეკოლოგიურად მდგრადი სოციალური ინიციატივების შემუშავებას.

„არიადნე“ ერთ-ერთი გამარჯვებული იდეაა, რომელმაც დაფინანსება ურბანული გამოწვევების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. Პროგრამა დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) PMCG-თან პარტნიორობით განახორციელა. ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა ადგილობრივ ინოვატორებს დაეხმარა გამოეცადათ ურბანული გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკული, ინოვაციური და მწვანე მიდგომები. „არიადნემ“ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხშირად მცირე ექსპერიმენტებითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით იწყება.

სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.


Ariadne: Rethinking Textile Waste Through Creativity and Practice in Poti

Clothing is one of the most common items people buy, wear, and discard without much reflection. In recent years, the rise of fast fashion has made clothing cheaper and more accessible, but it has also contributed to growing amounts of textile waste and environmental pressure worldwide. For many young consumers, these impacts remain largely invisible, even though their everyday choices are closely connected to them.

In the city of Poti, located on the eastern Black Sea coast, the local organization Association Dioskuria set out to start a conversation about these issues with young members of the community. Instead of discussing textile waste only in theory, the organization designed a small experimental initiative that would allow participants to explore practical ways of reusing materials and rethinking how clothing can be produced, redesigned, and valued.

The project Ariadne, is an experimental idea that brings together young residents, to learn about the environmental consequences of the fast fashion industry, while gaining practical skills in textile reuse. The initiative combined environmental education with hands-on workshops that encouraged participants to experiment with creative ways of transforming old clothing and textile waste into new products.

Re-evaluating Textile Waste

The initiative is still in early stages, and it’s early to summarize the impact, however the authors of the project are already collecting positive feedback about combining theoretical knowledge and practice. The project gathered young members of the community for an introductory information session to introduce the ecological impact of fast fashion, the growing problem of textile waste, and the principles of the circular economy. For many of the participants this was their first time reflecting on how clothing production and consumption connect to environmental sustainability.

“Ariadne gave me new experience and helped me develop creative and practical skills. It raised my awareness about recycling and environmental risks, and gave me the opportunity to use what I learned in practice,” said Ani, one of the participants.

During practical workshops, participants learned basic sewing techniques and explored different ways of reusing textile materials. Old garments were transformed into new items, clothing was redesigned and personalized, and participants experimented with creative dyeing techniques that allowed them to give existing fabrics a completely new look.

The workshops were designed as interactive sessions where each participant could experiment and create something tangible. Working in small groups encouraged collaboration and allowed participants to exchange ideas about how everyday objects can be reused instead of discarded.

For many participants, creating a new product from existing materials changed the way they perceived textile waste.

From Workshops to New Perspectives

Workshop participants began reflecting on their everyday relationship with clothing and consumption, discussing practical choices such as repairing garments, reusing materials, and avoiding unnecessary purchases.

Informational sessions helped introduce the topic, but the strongest engagement came from hands-on activities, where participants could experiment and create something tangible. Turning old clothing into new items made the idea of textile reuse more concrete and easier to relate to.

“Initiative Ariadne taught me how important continuous learning and development are in different fields. It completely changed the way I look at sewing and made me appreciate it even more than before. Thanks to this project I gained new friends, broadened my perspective, and discovered new opportunities,” said Lizi, the participant.

The team has many ideas. After the successful launch of the Ariadne project, the team has already secured additional support and is working to expand the project. The project team plans  to involve more young people, strengthen the textile recycling direction, and develop new educational programs and eco-friendly social initiatives.

Ariadne was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, supported by the Government of Denmark and implemented by the United Nations Development Programme (UNDP) in partnership with PMCG. Through technical and financial support, the programme enables local innovators to test practical approaches to urban challenges, demonstrating that meaningful change often begins with small experiments and community engagement.

This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and the Government of Denmark. Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of UNDP and the Government of Denmark.