Argonauts AI: A Digital Guide Connecting Visitors with the Stories of Poti
Argonauts AI – ციფრული გზამკვლევი, რომელიც ვიზიტორებს ფოთის ისტორიებთან აკავშირებს
საქართველოს სხვა პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან შედარებით, საპორტო ქალაქ ფოთს ტურისტების ნაკლები რაოდენობა სტუმრობს. ქალაქს მდიდარი ისტორია და მითოლოგიააქვს: იგი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არგონავტების ლეგენდასთან დაკავშირებულ უძველეს მიწებთან ახლოს მდებარეობს. მისი ისტორიის დიდი ნაწილისა და ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენა ადგილობრივი ცოდნების გარეშე რთულია. კომპიუტერული მეცნიერებების სამი სტუდენტისგან შემდგარმა, ახალგაზრდა დეველოპერების ჯგუფმა, რომელთაც ჰაკათონებში მონაწილეობისა და პროგრამირებაში დიდი გამოცდილება აქვთ, ამ ხარვეზის აღმოჩენის საპასუხოდ, დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ შეეძლო ციფრულ ხელსაწყოებს ქალაქში ნავიგაციისა გამარტივება.
პროექტი Argonauts AI წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ გზამკვლევს, რომელიც ფოთის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვისაა Შექმნილი. პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა მომხმარებელს ღირსშესანიშნაობების, ისტორიული და კულტურული ადგილების შესახებ კონტექსტური ინფორმაცია მიაწოდოს. ესქალაქის გაცნობის ბევრად უფრო ინტერაქტიული საშუალებაა.
არგონავტების უძველესი მითითა და კოლხეთის მიწებზე მათი მოგზაურობით შთაგონებული, პლატფორმა მითოლოგიას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აკავშირებს და მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ასისტენტს, რომელიც ქალაქის სივრცეებისა და ისტორიის ინტერპრეტაციაში ეხმარება.
ქალაქის შესასწავლად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენება

Argonauts AI შეიქმნა, როგორც ინტერაქციული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დასვან კითხვები და მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია მათ გარშემო არსებული ადგილების შესახებ. სისტემა აგებულია Google Gemini-ის მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოყენებით, რაც პლატფორმას საშუალებას აძლევს გააერთიანოს ვიზუალური, ხმოვანი და მდებარეობის მონაცემები.
კამერისა და ხმოვანი ფუნქციების წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ ტელეფონი უბრალოდ მიმართონ შენობის ან კონკრეტული ადგილისკენ და მყისიერად გაიგონ, , თუ რას ხედავენ. პლატფორმას გადმოაქვს ვიზუალური მონაცემები და მას ფოთის ისტორიის, კულტურისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მონაცემთა ბაზასთან აკავშირებს.
ამ ფუნქციონალის მხარდასაჭერად, დეველოპერების გუნდმა შექმნა ტექნიკური არქიტექტურა, რომელიც NextJS-ის ფრონტენდს და Flask-სა და LangChain-ზე დაფუძნებულ ბექენდს აერთიანებს. Vertex AI-ის გამოყენებით ასევე შეიქმნა ცოდნის ბაზა, სადაც ქალაქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტთან დაკავშირებული დოკუმენტები შეგროვდა და მოწესრიგდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია პროექტის ხერხემალია, დეველოპერების გუნდმა განსაკუთრებული ყურადღება პლატფორმის ვიზუალურ მხარესაც დაუთმო, რათა ის მომხმარებლებისთვის მარტივი და მიმზიდველი ყოფილიყო. დიზაინის შემუშავებისა და ტესტირების ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართული სტუდენტებიც. მათმა უკუკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პლატფორმის დახვეწაში, განსაკუთრებით მისი გამოყენებადობისა და მომხმარებლის ჩართულობის თვალსაზრისით.
„სწორედ სტუდენტების გამოხმაურების საფუძველზე გადავწყვიტეთ, პლატფორმას გეიმიფიკაციის (თამაშის) ელემენტები და ქალაქში ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენის ფუნქცია დამატებოდა. ეს ე.წ. ფარული საგანძური მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ ისეთი ადგილები, რომლებიც ტრადიციულ ტურისტულ გზამკვლევებში ხშირად საერთოდ არ გვხვდება“, — აღნიშნავს პროექტის გუნდი.
ერთი ქალაქის მიღმა
მიუხედავად იმისა, რომ Argonauts AI-ის ამჟამინდელი ვერსია ფოთზეა ორიენტირებული, მისი შემქმნელები პლატფორმას უფრო ფართო ციფრული ტურიზმის ქსელის საპილოტე მოდელად მიიჩნევენ. სამომავლო გეგმებში შედის გაძლიერებული რეალობის ფუნქციების ინტეგრირება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტელეფონის კამერით ნახონ შენობებისა და ქალაქის სივრცეების ისტორიული რეკონსტრუქცია. მაგალითად, ვიზიტორები შეძლებენ ნახონ, როგორ გამოიყურებოდა ფოთის ესა თუ ის უბანი მეოცე საუკუნის დასაწყისში და შეადარონ ის დღევანდელ იერსახეს.
დეველოპერების თქმით, სამომავლოდ პლატფორმას შეიძლება დაემატოს ახალი ინტერაქციული ფუნქციები, მათ შორის ქვესტები და ციფრული დაჯილდოების სისტემა, რაც ვიზიტორებში ქალაქის სიღრმისეულად შესწავლას წაახალისებს. ასევე იგეგმება დაჯავშნის ფუნქციის დამატება, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები რესტორნებსა და სასტუმროებში ადგილებს პირდაპირ პლატფორმიდან დაჯავშნიან. ამასთანავე, პლატფორმა ადგილობრივ ბიზნესებს ვიზიტორთა ინტერესების შესახებ ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის.
პროექტის გრძელვადიანი ხედვა ამ მოდელის საქართველოს სხვა ქალაქებში გაფართოებას და ურთიერთდაკავშირებული AI ტურიზმის პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს. ეს ვიზიტორებს ადგილობრივი ისტორიის, კულტურისა და ბიზნესის ბევრად უფრო ინტერაქციული გზით გაცნობაში დაეხმარება.
„ჩვენი ხედვა ფოთს სცდება. გვინდა, Argonauts AI მომავალში იქცეს პლატფორმად, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს“, – განმარტავენ საპილოტე პროექტის ავტორები.
Argonauts AI ერთ-ერთი გამარჯვებული იდეაა, რომელმაც დაფინანსება დანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, PMCG-თან პარტნიორობით, განხორციელებული კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. პროგრამა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით დაეხმარა ადგილობრივ ინოვატორებს, გამოეცადათ ურბანული გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული პრაქტიკული, ინოვაციური და მწვანე გადაწყვეტები და დაენერგათ ადგილობრივი სერვისებისა და ტურიზმის განვითარების ახალი მიდგომები.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.
Argonauts AI: A Digital Guide Connecting Visitors with the Stories of Poti
Compared to some of Georgia’s more popular destinations, the port city of Poti does not receive large numbers of tourists. Yet the city sits at a place rich in history and mythology, on the eastern shore of the Black Sea and close to the ancient lands associated with the legend of the Argonauts. Much of its history and many of its lesser known places remain difficult to discover without local guidance. Recognizing this gap, a group of young developers, comprised of three computer science students with extensive experience in hackathons and programming began exploring how digital tools could make the city easier to navigate and understand.
The project Argonauts AI introduces an interactive guide designed to help visitors and residents explore Poti. The platform uses AI technology to provide contextual information about landmarks, historical sites, and cultural locations, creating a more interactive way to experience the city.
Inspired by the ancient myth of the Argonauts and their journey to the lands of Colchis, the platform connects mythology with modern technology, offering users a digital assistant that can help interpret the city’s spaces and stories.
Harvesting AI Technology to Explore the City

Argonauts AI was designed as an interactive platform that allows users to ask questions and receive contextual information about the places around them. The system is built using Google Gemini’s multimodal artificial intelligence model, allowing the platform to combine visual input, voice interaction, and location based data.
Through live camera and voice functions, users can point their phone toward a building or location and receive information about what they are seeing. The platform interprets the visual input and connects it to a knowledge base containing materials about Poti’s history, culture, and tourism infrastructure.
To support this functionality, the development team built a technical architecture that combines a NextJS front end with a Flask and LangChain based backend. A knowledge corpus was also created using Vertex AI, where documents related to the city’s historical and cultural context were collected and organized.

While the technology forms the backbone of the project, the development team also focused on making the platform intuitive and engaging for users. Students were actively involved during the design phase and served as an important testing group. Their feedback helped shape several features of the platform, particularly around usability and user engagement.
“It was students feedback that we decided to introduce the elements of gamification and added the possibility of discovering lesser known locations across the city. These so-called hidden gems allow users to explore places that may not normally appear in traditional tourist guides”, the project team shared.
Looking Beyond a Single City
Although the current version of Argonauts AI focuses on Poti, the creators see the platform as a starting point for a broader digital tourism network. Future plans include integrating augmented reality features that would allow users to view historical reconstructions of buildings and city spaces through their phone cameras. For example, visitors could see how parts of Poti appeared in the early twentieth century while standing at the same location today.
According to the developers, the platform may also expand its interactive features by introducing quests and digital rewards that encourage visitors to explore more parts of the city. Additional functions could allow users to make reservations at restaurants or hotels directly through the platform, while also providing local businesses with insights about visitor interests.
The long term vision is to expand the model to other cities across Georgia, creating an interconnected AI powered tourism platform that helps visitors explore local history, culture, and businesses in a more interactive way.
“Our vision goes beyond Poti. Argonauts AI is seen as a platform that will eventually cover the whole of Georgia,” the authors of the pilot project explain.
Argonauts AI was one of the winning ideas supported under the contest supported by the Government of Denmark and implemented by the United Nations Development Programme (UNDP) in partnership with PMCG. Through technical and financial support, the programme enables local innovators to test practical digital solutions to urban challenges and explore new approaches to city services and tourism.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and the Government of Denmark. Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of UNDP and the Government of Denmark.