A City That Breathes Clean: Community-Led Air Quality Awareness in Kutaisi
სუფთა ჰაერის ქალაქი: სამოქალაქო ინიციატივა ცნობიერების ამაღლებისთვის
ქალაქის მაცხოვრებლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან ქუჩებში და იშვიათად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ ჰაერს სუნთქავენ. თუმცა, ქუთაისში ჰაერის ხარისხი ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი დისკუსიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა. საქართველოს სხვა მრავალი ურბანული ცენტრის მსგავსად, ქუთაისიც არაერთი კომპლექსური გარემოსდაცვითი გამოწვევის წინაშე დგას, რომლებიც ურბანულ განვითარებას, სამშენებლო საქმიანობას, ნარჩენების მართვას, მობილობასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას უკავშირდება. ეს ტენდენცია ასახავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მსოფლიოს მრავალი ქალაქი დგას. სუფთა ჰაერი პირდაპირ უკავშირდება უკეთესი მომავლის გლობალურ ხედვას – მდგრად ქალაქებსა და სამოქალაქო საზოგადოებას (SDG 11), ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას (SDG 3) და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისკენ მიმართულ ქმედებებს (SDG 13) – ეს ხედვა ჰაერის დაბინძურების შემცირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურების შესახებ დისკუსიები სულ უფრო ხშირია, ბევრმა მოქალაქემ არ იცის, სად შეიძლება მოიძიოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ. მრავალი მაცხოვრებლისთვის ჰაერის ხარისხი კვლავაც უხილავ პრობლემად რჩება – საკითხად, რომელზეც ხშირად საუბრობენ, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ზომავენ, აკვირდებიან თუ აცნობიერებენ. კიდევ უფრო ნაკლებად განიხილება მოქალაქეების როლი ამ პროცესში. არადა, მათ ერთობლივ ქმედებებს ჰაერის ხარისხზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლიათ – ეს არის ფაქტი, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა. ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: როგორ არის ეს შესაძლებელი?


ქუთაისში საინიციატივო ჯგუფმა მიზნად დაისახა უფრო თვალსაჩინო გაეხადა ეს ხშირად უხილავი გამოწვევა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის გაერთიანებით, ინიციატივა მიზნად ისახავდა დახმარებოდა მოქალაქეებს, უკეთ გაეაზრებინათ თუ რა ჰაერს სუნთქავენ – როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. ეჩვენებინა, თუ როგორ ახდენს გავლენას ქალაქის ჰაერის ხარისხზე ურბანული განვითარება, გარემოსდაცვითი არჩევანი, ეკო მეგობრული პრაქტიკების არსებობა (ან მათი ნაკლებობა) და ყოველდღიური ქცევები.
ინიციატივა –„ქალაქი, რომელიც სუფთა ჰაერს სუნთქავს“ ადგილობრივი აქტიური მოქალაქეების ჯგუფმა შეიმუშავა. მარიკა ვაჭარაძემ და ხვიჩა ვაშაყმაძემ, რომლებსაც ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ, ძალები გააერთიანეს გარემოსდაცვითი მიმართულების პროფესორთან, ციცინო თურქაძესთან, და ამ საკითხით დაინტერესებულ სხვა თანამოაზრეებთან. ერთად, საერთო ინტერესით გაერთიანებულმა მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს სათემო ჯგუფი.
მათ “ურბანული გამოწვევების“ პროგრამა იდეალურ შესაძლებლობად მიიჩნიეს საკუთარი იდეის განსახორციელებლად, რადგან აცნობიერებდნენ, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლება სრულად შეესაბამებოდა პროგრამის მიზანს – ურბანული გამოწვევების გადასაჭრელად საზოგადოების მიერ ინიცირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობას. “ურბანული გამოწვევები” 2025 წელს, PMCG-სთან თანამშრომლობით, საპილოტე ინიციატივის სახით შემუშავდა და განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა შეესაბამება ქალაქის მიერ 2022 წელს შემუშავებულ ურბანული გარდაქმნის პორტფელს და ასახავს ქუთაისის სწრაფვას, ჩამოყალიბდეს ეკო-გონივრულ ქალაქად.


ჰაერის ხარისხის თვალსაჩინო და გასაგებ საკითხად ქცევა
ინიციატივის „ქალაქი, რომელიც სუფთა ჰაერს სუნთქავს“ საფუძველი მარტივი იდეა იყო: ადამიანები გარემოსდაცვით საკითხებზე უფრო მეტად ზრუნავენ მაშინ, როდესაც უკეთ ესმით ეს საკითხები. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, შენობის ზღურბლთან არ რჩება – ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსთვის მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხი როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში. სწორედ ამიტომ, ამ სათემო ინიციატივამ ყურადღება ორივე მათგანზე გაამახვილა. დაბინძურების შესახებ აბსტრაქტულ დისკუსიებსა და ყოველდღიურ რეალობას შორის არსებული სიცარიელის შესავსებად, პროექტის ფარგლებში დაინერგა შიდა სივრცეში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც საგანმანათლებლო აქტივობებსა და კვლევით საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ინიციატივის ფარგლებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის რამდენიმე მოწყობილობა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს გადაეცა და 50 მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია მათ შესახებ. აღნიშნული აღჭურვილობა დღეს გამოიყენება როგორც სასწავლო, ისე კვლევითი მიზნებისთვის და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაატარონ ექსპერიმენტები, იმუშაონ რეალურ გარემოსდაცვით მონაცემებზე, განივითარონ გარემოს მონიტორინგთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარები.
უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის ეს ახალი ხელსაწყოები მხოლოდ ლაბორატორიული აღჭურვილობა არ არის. უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ტექნოლოგიური რესურსი უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ გააძლიეროს სტუდენტების პროფესიული უნარები, არამედ აქტიურად ჩაერთოს ქალაქისა და რეგიონის წინაშე არსებული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაში. ექსპერიმენტები ეხმარება სტუდენტებს უკეთ გააცნობიერონ და დაინახონ თუ რა გავლენას ახდენენ ადამიანის მიერ დამკვიდრებული გარკვეული პრაქტიკები როგორც შიდა, ისე გარე გარემოში ჰაერის ხარისხზე და რა ქმედებებით შეიძლება ამ ზემოქმედების თავიდან არიდება.


„ეს აღჭურვილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის სრულად იქნება ინტეგრირებული სასწავლო პროცესში და გამოყენებული იქნება, როგორც პრაქტიკული სწავლების ეფექტიანი ინსტრუმენტი. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტების პროფესიულ მომზადებას და ხელს შეუწყობს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას.“ – აღნიშნა ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ახალი ტექნოლოგიები სხვადასხვა მიმართულების – გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებიდან დაწყებული, ინჟინერიით, ტრანსპორტით, მშენებლობით, სასურსათო ტექნოლოგიებითა და ფარმაცევტული მეცნიერებებით დასრულებული – სტუდენტებისთვის ქმნიან ექსპერიმენტებისა და კვლევის ჩატარების ახალ შესაძლებლობებს, იმისთვის, რომ შეისწავლონ, თუ როგორ უკავშირდება ჰაერის ხარისხი მათ პროფესიულ სფეროებსა და მდგრადი ურბანული განვითარების უფრო ფართო გამოწვევებს.
მონიტორინგის კომპონენტთან ერთად, პროექტი ასევე ორიენტირებული იყო გარემოსდაცვითი მონაცემები მოსახლეობისთვის უფრო ნაცნობი და გასაგები გაეხადა. სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა რამდენიმე საჯარო ლექცია, სადაც განიხილეს, თუ რა გავლენას ახდენს ქალაქებში ჰაერის ხარისხზე ურბანული დაგეგმარების გადაწყვეტილებები, სატრანსპორტო გადაადგილების მოდელები და მოქალაქეების ყოველდღიური საქმიანობა. დისკუსიებმა ჰაერის დაბინძურების საკითხი აბსტრაქტული გარემოსდაცვითი კონცეფციიდან, ისეთ რეალურ და ხელშესახებ გამოწვევად წარმოაჩინა რომლის ჩამოყალიბებაზეც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის მიერ ყოველდღიურად გაკეთებული სხვადასხვა არჩევანი.
„მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვაწვდიან პრაქტიკულ ინფორმაციას იმ გარემოს შესახებ, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ და ვსწავლობთ. ჰაერის ხარისხის საკითხის გააზრება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ჯანმრთელობასთან და მომავალთან.“ – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ია სვანიძემ.
უნივერსიტეტის ფარგლებს მიღმა უფრო ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, პროექტის გუნდმა ასევე ითანამშრომლა რეგიონულ მედია პლატფორმასთან – Info Imereti. სტატიების, ვიზუალური საინფორმაციო ბარათებისა და საგანმანათლებლო ვიდეოს მეშვეობით, მედია კამპანია არა მხოლოდ პოპულარიზაციას უწევდა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ხელმისაწვდომ, ღია მონაცემებზე დაფუძნებულ პლატფორმას (air.gov.ge), რომელიც მოქალაქეებს ქალაქის სხვადასხვა უბანში ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს, არამედ ყურადღებას ამახვილებდა იმ მარტივ ქმედებებზეც, რომელთა განხორციელებითაც მოსახლეობას საკუთარი გარემოსდაცვითი ზემოქმედების შემცირება შეუძლია.
ცნობიერების ამაღლებიდან, ჩართულობამდე


მონაწილეებთან გამართული საუბრებიდან გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას ჰაერის დაბინძურების ყოველდღიური წყაროების შესახებ შეზღუდული ცოდნა ჰქონდა. დისკუსიების მიმდინარეობისას ორგანიზატორებმა დაადგინეს, რომ მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს არ ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რამდენად სერიოზულად შეიძლება აისახოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა ფოთლების დაწვა ან პიროტექნიკის გამოყენება, ჰაერის ხარისხსა და საზოგადოების ჯანმრთელობაზე.
„წარმოდგენა არ მქონდა, რომ პიროტექნიკის გამოყენებას ჰაერის დაბინძურებაში შეეძლო წვლილის შეტანა, ან რომ ზოგიერთი შიდა სივრცეებისთვის განკუთვნილი პიროტექნიკური საშუალება ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლებოდა ყოფილიყო. დისკუსია ძალიან საინტერესო და ჩართულობაზე ორიენტირებული იყო. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს მსგავს საკითხებზე ინფორმაციას, მით უფრო მეტი დადებითი ცვლილების მიღწევას შევძლებთ, თუნდაც ეს მცირე ქცევითი ცვლილებებით დაიწყოს.“ – აღნიშნა შეხვედრების ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ხომერიკმა.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა შედარებით მცირე მასშტაბის იყო, მან ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გარემოსდაცვითი მონაცემების, განათლებისა და მედიის მეშვეობით კომუნიკაციის ერთობლიობამ მოქალაქეებისთვის რთული გარემოსდაცვითი გამოწვევების უკეთ გააზრებას შეუწყოს ხელი. რეალური საზომების, გასაგებ განმარტებებთან დაკავშირების გზით, ეს ექსპერიმენტი დაეხმარა ადგილობრივ მოსახლეობას, ჰაერის ხარისხი აღექვა არა მხოლოდ როგორც ტექნიკური საკითხი, არამედ როგორც გამოწვევა, რომელზეც ყოველდღიური გადაწყვეტილებები და ქცევებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.
ინიციატივამ ქალაქისთვის გრძელვადიანი რესურსიც შექმნა. უნივერსიტეტისთვის გადაცემული მონიტორინგის მოწყობილობა მომავალშიც მოემსახურება სტუდენტურ კვლევებს, გარემოსდაცვით კვლევით პროექტებსა და პრაქტიკულ სასწავლო პროცესს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას და ქუთაისში ჰაერის ხარისხის დინამიკის უკეთ გააზრებას.
თავისი არსით, „ქალაქი, რომელიც სუფთა ჰაერს სუნთქავს“ ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეთა მიერ ინიცირებულ იდეებს წვლილის შეტანა ურბანული გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში – არა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით, არამედ ცოდნის გაზიარებით, საზოგადოების ჩართულობითა და პრაქტიკული ექსპერიმენტებით.

აღნიშნული ინიციატივა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, PMCG-სთან თანამშრომლობით განხორციელებული კონკურსის – “ურბანული გამოწვევები: ეკო-გონივრული გადაწყვეტილებები და ინოვაციური პასუხები ურბანულ გამოწვევებზე“, ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივებიდან, ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა გახლდათ. “ურბანული გამოწვევები” წარმოადგენს როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკულ პროცესს, რომლის მიზანიცაა მოსახლეობის ჩართვა ქალაქებისთვის აქტუალური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. პროგრამა ცხადყოფს, რომ ქალაქების მდგრადი და მნიშვნელოვანი გარდაქმნა, ხშირად სწორედ მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და ინფორმირებული საზოგადოებრივი ქმედებით იწყება.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.
A City That Breathes Clean: Community-Led Air Quality Awareness in Kutaisi

Every day, city residents are walking in their city streets rarely giving a second thought to the air they breathe. In Kutaisi, however, air quality has recently become a focus of public discourse regarding the city’s future. Like many urban centers in Georgia, Kutaisi faces complex environmental challenges – driven among others by urban development, constructions, waste management issues, mobility and climate adaptation – reflecting a growing trend in cities worldwide. The clean air is tied directly to the global blueprint for a better future – sustainable cities and communities (SDG 11), public health and well-being (SDG 3) and climate action (SDG 13), all calling for actions reducing air pollution.
Yet despite growing discussion about pollution, not everybody knows where to find information about the air people breathe. For many residents, air quality remains an invisible issue, something widely discussed but rarely measured, monitored or understood in everyday life. Far less is said about the role citizens play. Yet, their collective actions can have a real impact on air quality – something often overlooked. How is this possible, many would wonder?


A community initiative in Kutaisi set out to make this often invisible challenge more visible. By combining air quality monitoring with public awareness activities and youth engagement, it aimed to help citizens better understand the air they breathe – both outdoors and indoors – and how urban development, environmental choices, eco-friendly practices (or the lack thereof), and everyday behaviors shape air quality in the city.
The initiative A City That Breathes Clean was developed by a local group of active citizens. Marika Vacharadze and Khvicha Vashakmadze, both with backgrounds in journalism, joined forces with Tsitino Turkadze, a professor of environmental studies and other stakeholders passionate about the issue. Together, they formed a community group driven by a shared interest.
They saw the City Challenge as an ideal opportunity to bring their idea to life – recognizing that raising awareness around air quality aligned closely with its focus on community-led solutions to urban challenges. City Challenge was designed and implemented in 2025 as a pilot initiative under the EU-UNDP joint initiative “Mayors for Economic Growth” in partnership with PMCG. This initiative aligns with the urban transformation portfolio designed by the city in 2022, reflecting its ambition to become an Eco-Smart City.


Making Air Quality Visible and Relatable
A cornerstone of A City That Breathes Clean was simple: people are more likely to care about environmental issues when they can better understand them. The air we breathe doesn’t stop at the door – both outdoor and indoor air quality matter for a truly healthy living environment. This is why this community initiative prioritized both. To help bridge the gap between abstract discussions about pollution and everyday reality, the project introduced new indoor air-quality monitoring tools and connected them with educational activities and research. As part of the initiative, several air-quality monitoring devices were transferred to the Department of Chemical and Environmental Technologies at the Akaki Tsereteli State University in Kutaisi and about 50 participants were informed about the devices and their impact. The equipment now supports both teaching and research, allowing students to experiment and work with real environmental data while developing practical skills related to environmental monitoring.
For the university community, the new tools represent more than laboratory equipment. The university representatives note that the new technological resource gives the university the opportunity not only to strengthen the professional skills of students, but also to actively engage in solving the air pollution related challenges of the city and the region. Experiments help students understand and visualize how some established human practices affect air quality in both indoor and outdoor environments, and which actions may mitigate those.


“This equipment is particularly important, as it will be fully integrated into the educational process and used as an effective tool for practical training. This will significantly strengthen the professional training of students and contribute to the development of modern, practice-oriented environmental studies” said one of the initiators, Khvicha Vashakmadz.
New technologies create opportunities for students across multiple fields, from environmental technologies to engineering, transport, construction, food technologies, and pharmaceutical studies, to experiment and study how air quality intersects with their professional areas and with the broader challenges of sustainable urban development.
Alongside the monitoring component, the project focused on turning environmental data into something residents could relate to. Several public lectures were organized for students and representatives of civil society, exploring how urban planning decisions, transportation patterns, and citizens’ everyday activities influence air quality in cities. The discussions shifted the focus of air pollution from an abstract environmental concept to tangible issue that is shaped, among other factors, by residents’ everyday choices..
“Meetings like this are extremely important because they give us practical information about the environment we live and study in every day. Understanding air quality is directly connected to our health and our future,” said Ia Svanidze, a student at Akaki Tsereteli State University.
To reach a wider audience beyond the university, the project team also partnered with the regional media platform – the Info Imereti. Using articles, visual information cards, and an educational video, the media campaign not only promoted an accessible, open-source air pollution monitoring platform (air.gov.ge) to inform citizens about air quality across different city districts, but also highlighted simple actions residents can take to reduce their environmental impact.
From Awareness to Engagement


Conversations with participants revealed that many residents had limited knowledge about everyday sources of air pollution. During the discussions, organizers found that a large share of participants had not realized that activities such as burning leaves or using fireworks could significantly affect air quality and public health.
“I had no idea that fireworks could contribute to air pollution or that certain indoor pyrotechnic devices could be harmful to health. The discussion was very engaging, and I think the more young people hear about these issues, the more positive change we can achieve, even though minor behavioral changes,” said Giorgi Khomeriki, another student who attended the sessions.
While modest in scale, the initiative demonstrated how combining environmental data, education, and media outreach can help make complex environmental challenges more understandable for citizens. By linking real measurements with accessible explanations, the experiment encouraged residents to see air quality not only as a technical issue but as something influenced by everyday decisions.
The initiative also created a lasting resource for the city. The monitoring equipment transferred to the university will continue to support student research, environmental research projects, and practical learning, strengthening local capacity to better understand air-quality dynamics in Kutaisi.
At its core, A City That Breathes Clean illustrates how citizen-driven ideas can contribute to addressing urban environmental challenges, not through large infrastructure projects, but through knowledge, participation, and practical experimentation.

The initiative was one of the winning ideas supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, designed as part of the EU-UNDP “Mayors for Economic Growth” project and implemented in partnership with PMCG. The City Challenge is both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP). Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of the EU and UNDP.