A Student-Led Initiative Bringing Movies and Conversation into a Poti School

მოსწავლეთა ინიციატივა, რომელმაც ფოთის სკოლაში კინო და დისკუსია შემოიტანა

ფოთში ახალგაზრდებისთვის ფილმების ყურებისა და მათი ერთობლივი განხილვის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფილმები მარტივად ხელმისაწვდომია, ბავშვებისა და მოზარდებისთვის მაინც იშვიათია ისეთი სივრცეები, სადაც ფილმებს ერთად ნახავენ, განიხილავენ და კულტურულ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე იმსჯელებენ. განსაკუთრებით რთული ასეთი თავშეყრის ადგილის  სკოლის კედლებში მოწყობაა.

ფოთის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა გადაწყვიტა, ეს რეალობა შეეცვალა და შეექმნა სივრცე, სადაც ფილმის ყურება მხოლოდ დასაწყისი იქნებოდა. შემდგომში იდეა გადაიზარდა კინოკლუბად – სკოლის შიგნით შექმნილ ექსპერიმენტულ სივრცედ, სადაც მოსწავლეები ფილმების სანახავად და განსახილველად იკრიბებიან. განსაკუთრებული ყურადღება ქართულ კინოს დაეთმო, რომელსაც ბევრი მათგანი მანამდე ნაკლებად იცნობდა, ასევე ფილმებს, რომლებიც გარემოსდაცვით, მდგრადი განვითარებისა და სოციალურ საკითხებს ეხება.

ეკრანს მიღმა

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, თავდაპირველად სკოლის გამოუყენებელი სივრცე ისეთ ადგილად ექციათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით შეიკრიბებოდნენ. მათ სურდათ, ეს სივრცე ნაკლებად ჰგვანებოდა სტანდარტულ საკლასო ოთახს და უფრო თავისუფალი, საერთო თავშეყრის ადგილი ყოფილიყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კინოკლუბის ჩამოყალიბება. კინოჩვენებები რეგულარულ შეხვედრებად გადაიქცა, სადაც მოსწავლეები ფილმებს ერთად უყურებდნენ და ჩვენების შემდეგ, ხშირად დაგეგმილზე მეტხანსაც რჩებოდნენ წამოჭრილი თემების განსახილველად.

აქამდე დიდად არ ვუყურებდი ქართულ ფილმებს. მეგონა ისინი დიდად საინტერესო არ იყო“, – აღიარა მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარმა. „თუმცა, როდესაც მათზე საუბარი დავიწყეთ, მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ ფილმები არ არიან. ისინი ჩვენს კულტურასა და ისტორიას ატარებენ“.

ბევრი მოსწავლისთვის ეს სრულად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა. ფილმი მთავრდებოდა, მაგრამ არავინ ჩქარობდა წასვლას. სამაგიეროდ, იწყებოდა განხილვები –  ზოგჯერ მხიარული და ზოგჯერ უფრო სერიოზული საუბრები. ვიღაც ეჭვქვეშ დააყენებდა პერსონაჟის გადაწყვეტილებას, ვიღაც არ დაეთანხმებოდა და მოულოდნელად ფილმი მათსავე ცხოვრებას უკავშირდებოდა.

სწორედ ეს დისკუსიები იქცა კინოკლუბის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად. სივრცე გახდა თავისუფალი და არაფორმალური, რადგან მას თავად მოსწავლეები ქმნიდნენ. აქ „სწორ“ პასუხებს არავინ ეძებდა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, გულწრფელად გამოხატავდნენ ემოციებს და დროთა განმავლობაში  ყველაზე მორცხვი მოსწავლეებიც კი დისკუსიებში აქტიურად ერთვებოდნენ.

კინოკლუბი მალე გასცდა თავდაპირველ ჩანაფიქრს. დღეს ამ სივრცეში იმართება არა მხოლოდ ფილმების ჩვენებები და განხილვები, არამედ მცირე სემინარები, ჯგუფური დისკუსიები და არაფორმალური შეხვედრები. სკოლაში ის  ალტერნატიულ სივრცედ იქცა, სადაც სწავლა უფრო თავისუფალ, ღია და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ფორმას იღებს.

ინიციატივა სკოლის ფარგლებსაც გასცდა. კინოკლუბს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც ესტუმრნენ. გარდა ამისა, ფოთის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობამ, რომლებიც STEM ინიციატივებზე მუშაობენ, საფუძველი ჩაუყარა მომავალ ერთობლივ აქტივობებს. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სხვადასხვა იდეა ბუნებრივად იკვეთება იქ, როდესაც ახალგაზრდები საკუთარ გარემოს თავად ქმნიან და  ავითარებენ.

მომავლის ხედვა

მიუხედავად მცირე მასშტაბისა, პროექტის შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მოსწავლეები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ როგორც ქართული კინოს, ისე იმ ფილმების მიმართ, რომლებიც გარემოსდაცვით, მდგრადი განვითარებისა და ურბანული ცხოვრების საკითხებსეხება. ისინი საკუთარ მოსაზრებებს უფრო თავდაჯერებულად გამოხატავენ და ფილმებს არამხოლოდ ისტორიებად, არამედ საზოგადოების ანარეკლადაც აღიქვამენ.

კინოკლუბი განვითარებას განაგრძობს. მისი მიზანი ყველა გამოწვევის ერთდროულად გადაჭრა არ არის. ის უბრალოდ აჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მოსწავლეებს აქვთ საკუთარი სივრცე და და ერთად შეკრების საერთო ინტერესი აქვთ. მომავალში გუნდი მეტი ფილმის ჩვენებას, თემების კიდევ უფრო მეტად გამრავალფეროვნებას, მეტი მოსწავლის ჩართვას და დისკუსიებისთვის მეტი დროის დათმობას გეგმავს.

ამ ინიციატივის უკან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა დგას: მსგავსი სივრცეები შესაძლოა სხვა სკოლებშიც შეიქმნას. უკვე დაგროვილმა გამოცდილებამ ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ აჩვენა: როდესაც მოსწავლეები გრძნობენ, რომ ეს სივრცე მათია, მას განსხვავებულად ეკიდებიან. უფრო დიდხანს რჩებიან, ერთმანეთს უფრო ყურადღებით უსმენენ და საკუთარ აზრს უფრო თავისუფლად გამოხატავენ.

კინოკლუბი ერთ-ერთი გამარჯვებული იდეაა, რომელმაც დაფინანსება დანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, PMCG-თან პარტნიორობით, განხორციელებული კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. ინიციატივამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რათა მათ ურბანული გამოწვევების გადასაჭრელად ინოვაციური იდეები გამოეცადათ და განეხორციელებინათ. კინოკლუბის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხშირად მცირე მასშტაბის ინიციატივებითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით იწყება.

სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.


A Student-Led Initiative Bringing Movies and Conversation into a Poti School

In Poti, opportunities for young people to watch movies are quite limited. Films are widely accessible for casual viewing, yet spaces where children and adolescents can watch and discuss, as part of culture and society, are not always easy to find, especially within school premises.

At 5th Public School, a group of students decided to change that and created a place where watching a movie would be only the beginning. The idea grew into Cinema Club, a small experimental space inside the school, where students gather to watch films and talk about them. The focus naturally turned to Georgian cinema, something many of them had barely explored before, along with films that raise environmental, sustainability, and social issues.

Beyond the Screen

The students decided to first transform an unused area of the school into a place where people would happily gather and would feel less like a classroom and more like a shared space. Once that was in place, the rhythm of the club slowly took shape. Screenings became regular moments where students sat together, watched, and then stayed, sometimes longer than expected, to talk and discuss the topics emphasized in the movies.

“I didn’t really watch Georgian films before. I thought they weren’t that interesting,” Tamar, student from the 5th Public School admitted. “But when we started discussing them, I realized they’re not just movies. They carry our culture and history.”

For many students, this was something new. The film would end, but no one rushed to leave. Instead, conversations would start, sometimes casually, sometimes more seriously. Someone would question a character’s decision, someone else would disagree, and suddenly the film felt closer to their own lives.

These moments slowly became the most important part of the club. The space felt easy and unforced, as students shaped it themselves. No one was looking for the “correct” answer. People spoke more freely, reacted honestly, and over time, even the quieter students started to join in.

Cinema Club quickly grew into something slightly bigger than its original idea. The space now hosts not only film discussions but also small workshops, group conversations, and informal gatherings. It offers an alternative corner inside the school, one where learning feels less structured and more shared.

Connections have started to form beyond the school as well. Cinema Club also hosted a gathering for kindergarten children. Collaboration with another student group from the Poti 4th Public School, working on STEM initiatives opened the door to future joint activities, showing how different ideas can intersect when young people start building their own spaces.

Looking Ahead

Even though the project is relatively small, change is visible. Students show more curiosity toward Georgian cinema and movies about greener urban practices. They speak more confidently. They begin to see films not only as stories, but as reflections of society.

Cinema Club is still evolving. It’s not trying to solve everything at once. For now, it’s simply exploring what can happen when students have a place of their own and a reason to come together. The students’ team wants to keep going, to show more films with diverse topics, invite more students, and give conversations more time to grow.

There’s also a quiet idea in the background: maybe spaces like this could exist in other schools too. What they’ve already noticed is simple, but telling. When students feel that a space belongs to them, they treat it differently. They stay a little longer, listen more closely, and speak more openly.

Cinema Club was one of the winning ideas supported under the contest supported by the Government of Denmark and implemented by the United Nations Development Programme (UNDP) in partnership with PMCG. It’s both a learning and practical journey designed to engage urban residents in developing innovative solutions to pressing urban challenges, demonstrating that meaningful urban change often begins with small-scale initiatives and informed community action.

This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and the Government of Denmark. Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of UNDP and the Government of Denmark.