Odyssey: How School Students in Kheta Develop a Space to Explore Sustainability
პატარა ქალაქები იშვიათად ერთვებიან გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ დისკუსიებში. რამდენიმე ათასი მოსახლით, ხობი ქვეყნის მასშტაბით მრავალი მცირე თემისთვის დამახასიათებელ რეალობას ასახავს, სადაც სკოლები ხშირად მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები კი არა, საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრებადაც გვევლინება. ასეთ გარემოში ახალგაზრდებისთვის საკუთარი იდეების განხორციელებისა და ახალი ინიციატივების გამოცდის შესაძლებლობა ყოველთვის ადვილი არ არის. თუმცა, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ჩნდება, ის სწრაფად შეიძლება მთელი თემისთვის საერთო გამოცდილებად და ცვლილებების დასაწყისად იქცეს.
მიუხედავად ამისა, დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე პატარა სოფელ ხეთაში, სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, როგორ შეიძლებოდა გარემოსდაცვითი იდეები განხილვის ფარგლებს გასცდენოდა და პრაქტიკულ ქმედებად ქცეულიყო. სწორედ აქ გაჩნდა ერთი მარტივი კითხვა: რა მოხდებოდა, თუ გარემოს შესახებ სწავლას საკლასო ოთახიდან იმ სივრცეშიც გადავიტანდით, რომელსაც მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნიდნენ?
ეს იდეა ეკო-სივრცე “ოდისეად” გადაიქცა – მცირე საპილოტე ინიციატივად, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. Პროექტის მიზანი იყო, ეჩვენებინა, როგორ შეიძლება პრაქტიკულმა აქტივობებმა და შემოქმედებითმა ექსპერიმენტებმა გარემოსდაცვითი ცნობიერება ყოველდღიურ პრაქტიკად აქციოს.
მდგრადობის შესწავლა პრაქტიკით

ეკო-სივრცე ინტერაქციულ სასწავლო გარემოდ შეიქმნა, სადაც გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა პრაქტიკული აქტივობებით იქნებოდა შესაძლებელი. Მხოლოდ თეორიული დისკუსიების ნაცვლად, ინიციატივამ მონაწილეებს მარტივი ექსპერიმენტები და შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა. მათი საშუალებით, ახალგაზრდებმა თვალსაჩინოდ იხილეს, როგორ აისახება ყოველდღიური არჩევანი გარემოზე. მათ შორის იყო სტაციონარული ველოსიპედით ელექტროენერგიის გამომუშავება, განახლებადი ენერგიის გადაწყვეტების გამოცდა, ეკო-თამაშებში მონაწილეობა და ძველი ტანსაცმლის შემოქმედებითად გადაკეთება. ამ აქტივობებმა მონაწილეებში დიდი ინტერესი და მაღალი ჩართულობა გამოიწვია.



ოდისეა საინფორმაციო სესიით დაიწყო, რომელმაც მოსწავლეები გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ინიციატივის მიზნების განსახილველად შეკრიბა. შეხვედრა მონაწილეებს დაეხმარა, უკეთ გაეაზრებინათ ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები და მწვანე ქცევის მნიშვნელობა.
მიდგომამ „სწავლა კეთებით“ მონაწილეებს საშუალება მისცა, გარემოსდაცვითი პრინციპები პრაქტიკაში გამოეცადათ. მაგალითად, ფიზიკური აქტივობით ელექტროენერგიის გამომუშავებამ თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ როგორ გენერირდება და მოიხმარება ენერგია. ასევე, ნივთების ხელახალი გამოყენების შემოქმედებითმა აქტივობებმა მონაწილეებს უბიძგა, ახლებურად შეეხედათ ყოველდღიური ნარჩენებისთვის და ეფიქრათ, როგორ შეიძლებოდა არსებული ნივთებისთვის გამოყენების ვადის გახანგრძლივება.
„ინიციატივაში მონაწილეობა დამეხმარა, გამეაზრებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი უნარების განვითარება და ცოდნის მიღება. პრაქტიკული აქტივობებიდან განსაკუთრებით დამაინტერესა მასალების ხელახალმა გამოყენებამ და ტანსაცმლის შემოქმედებითად გადაკეთებამ. ამ პროექტის მეშვეობით ახალი გამოცდილება შევიძინე, თვალსაწიერი გავიფართოვე და ახალი მეგობრებიც შევიძინე“, – ამბობს ლუკა, პროექტის ერთ–ერთი მონაწილე.
ამ აქტივობებში მონაწილეობით გარემოსდაცვითი საკითხები მონაწილეებისთვის აბსტრაქტული თეორიიდან თანდათან პრაქტიკულ რეალობად იქცა. ეკო-სივრცე გადაიქცა გარემოდ, სადაც სწავლა პრაქტიკულ გამოცდილებას, ცნობისმოყვარეობასა და თანამშრომლობას ეფუძნებოდა.
მონაწილეობიდან პასუხისმგებლობამდე

ოდისეას გამოცდილება ხეთას მოსწავლეებს გარემოს დაცვაში საკუთარი როლის უკეთ გააზრებაში დაეხმარა. . დისკუსიების, ექსპერიმენტებისა და გუნდური მუშაობის წყალობით, მათ დაინახეს, თუ როგორ ახდენს გავლენას გარემოზე თითოეული ადამიანის ყოველდღიური ქცევა.
„ეკო–სივრცემ ახალი გამოცდილება მომცა და ჩემი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დამეხმარა. გაიზარდა ჩემი ცნობიერება ნარჩენების შემცირებისა და გარემოს დაცვის შესახებ და მომცა შესაძლებლობა, მიღდებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა“, – თქვა საბამ, მოსწავლემ, ერთ–ერთმა მონაწილემ.
ბევრმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ პრაქტიკული ექსპერიმენტები დაეხმარა ისეთი მწვანე კონცეფციების უკეთ გააზრებაში, როგორიცაა რესურსების პასუხისმგებლიანი მოხმარება, გადამუშავება და ნარჩენების შემცირება. თუმცა ინიციატივის შედეგი მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება არ ყოფილა, მან ქცევის ცვლილებასაც შეუწყო ხელი. მონაწილეებმა თავად დაიწყეს ნარჩენების შემცირებისა და მასალების ხელახალი გამოყენების იდეების შემუშავება, რაც გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მათ გაზრდილ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას მიუთითებს.
მონაწილეთა უკუკავშირმა აჩვენა, რომ ეკო-სივრცე ჩვეულებრივ საგანმანათლებლო აქტივობაზე მეტი გახდა. მან შექმნა მხარდამჭერი გარემო, სადაც ახალგაზრდებს იდეების გაცვლა, ახალი უნარების განვითარება და გარემოსდაცვით აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად ერთმანეთის მოტივირება შეუძლიათ.
ოდისეას ავტორები აღნიშნავენ, რომ მცირე მასშტაბის მიუხედავად, ინიციატივამ აჩვენა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად რამდენად ეფექტურია ინტერაქციული სწავლების, შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის შერწყმა. Პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთეთ: ახალგაზრდები მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში, თუკი ამისთვის მათ პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და რეალური მოქმედების შესაძლებლობას მივცემთ.
თავისი არსით, „ოდისეა” ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა მცირე, საზოგადოების ჩართულოაზე დაფუძნებული ინიციატივები გარემოსდაცვითი ცნობიერების რეალურ ქმედებად. ინიციატივამ შექმნა სივრცე, სადაც სწავლა და პრაქტიკული ექსპერიმენტები ერთმანეთთან ბუნებრივადაა დაკავშირებული. სწორედ ამ გამოცდილებამ ხეთას ახალგაზრდებს საშუალება მისცა, საკუთარი თავი გარემოსდაცვითი გამოწვევების არა უბრალოდ დამკვირვებლებად, არამედ პოზიტიური ცვლილებების აქტიურ შემოქმედებად დაენახათ.
პროექტი აერთ-ერთი გამარჯვებული ინიციატივაა, რომელმაც დაფინანსება ურბანული გამოწვევების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. ინიციატივა დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) PMCG-თან პარტნიორობით განახორციელა. ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა ადგილობრივ ინოვატორებს დაეხმარა, გამოეცადათ ურბანული გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკული, ინოვაციური და მწვანე მიდგომები. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხშირად მცირე ექსპერიმენტებითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით იწყება.
სტატია მომზადებულია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.
Odyssey: How School Students in Kheta Develop a Space to Explore Sustainability

Small towns rarely appear in conversations about environmental challenges. Home to a few thousand residents, Khobi reflects the rhythm of many rural communities across the country, where schools often serve not only as places of learning but also as important centers of community life. Opportunities for young people to experiment with new initiatives are not always easy to find, but when ideas do emerge, they can quickly grow into shared local experiences.
Yet in Kheta, a modest village in western Georgia’s Samegrelo-Zemo Svaneti region, school students set out to explore how environmental ideas could move beyond discussion and into practice. It was in this setting that a group of students began testing a simple idea: what if learning about the environment could happen not only in the classroom, but in a space they contributed to creating themselves.
This idea evolved into the eco-space – Odyssey, a small experimental initiative developed within the school premises, designed and implemented with the active participation of local students, exploring how hands-on activities and creative experimentation can transform environmental awareness into everyday practice.
Learning Sustainability Through Practice

The eco-space was designed as an interactive environment, where environmental topics could be explored through practical activities. Instead of relying solely on theoretical discussions, the initiative introduced participants to simple experiments and creative exercises that illustrated how everyday choices influence the environment, such as generating electricity with a stationary bicycle, experimenting with renewable energy solutions, participating in eco-games, and creatively repurposing clothing attracted the highest level of interest and participation.



Odyssey launched with an introductory information session that brought together students, to discuss environmental challenges and the goals of the initiative. The meeting helped participants better understand key ecological issues and the importance of sustainable behavior.
“Learning by doing” approach allowed participants to see environmental principles in action. Generating energy through physical activity, for example, offered a tangible demonstration of how energy is produced and consumed, while creative reuse exercises encouraged participants to rethink everyday waste and explore new ways of extending the life of existing materials.
“Participating in the eco-space helped me understand how important it is to develop new skills and gain knowledge. The practical activities made me more interested in reusing materials and redesigning clothing. Through this project I gained new experience, broadened my perspective, and made new friends,” said Luka, a student, one of the participants.
As participants experimented with these activities, environmental awareness gradually shifted from abstract knowledge to practical understanding. The eco-space became a setting where learning happened through action, curiosity, and collaboration.
From Participation to Responsibility

Odyssey experience helped students from the Kheta village reflect more deeply on their own role in protecting the environment. Through a combination of discussion, experimentation, and teamwork, participants developed a stronger understanding of how individual behavior can influence environmental outcomes.
“The eco-space gave me new experience and helped develop my creative and practical skills. It raised my awareness about reducing waste and protecting the environment, and gave me the opportunity to apply what I learned in practice,” said Saba, a student, one of the participants.
Many of the students noted that practical experiments helped them better understand green concepts such as responsible resource consumption, recycling, and waste reduction. Beyond knowledge, the initiative also encouraged behavioral change. Participants began proposing their own ideas for reducing waste and reusing materials, demonstrating a growing sense of initiative and responsibility toward environmental issues.
Feedback from participants showed that the eco-space became more than just an educational activity. It created a supportive environment where young people could exchange ideas, develop new skills, and motivate each other to take part in environmental action.
Odyssey authors share that while modest in scale, the initiative demonstrated that combining interactive learning, creative experimentation, and youth participation can be an effective way to strengthen environmental awareness. Noting that the experience also highlighted an important lesson, that young people are often highly motivated to contribute to environmental solutions when they are given practical tools and opportunities to act.
At its core, Odyssey illustrates how small community-driven experiments can help transform environmental awareness into active participation. By creating a space where learning and experimentation go hand in hand, the initiative empowered young people in Kheta to see themselves not only as observers of environmental challenges, but as contributors to positive change.
The project was one of the winning initiatives supported under the City Challenge: Eco-Smart Solutions and Innovative Responses to Urban Challenges, supported by the Government of Denmark and implemented by the United Nations Development Programme (UNDP) in partnership with PMCG. Through technical and financial support, the program enables local innovators to test practical approaches to urban challenges, demonstrating that meaningful change often begins with small experiments and community engagement.
This article was prepared by Policy and Management Consulting Group (PMCG) with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and the Government of Denmark. Its contents are the sole responsibility of PMCG and do not necessarily reflect the views of UNDP and the Government of Denmark.